- 2026-03-09
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერის მოადგილე გია კვასტიანი მერის მრჩეველთა საბჭოს ქალბატონ წევრებს შეხვდნენ და ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცეს.
გენადი ბალანჩივაძემ მოწვეულ ქალბატონებს თანამშრომლობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. მან ისაუბრა სახელმწიფოს პოლიტიკაზე ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ქალის მნიშვნელოვან როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე ქალთა შრომის შემსუბუქებასა და მხარდაჭერაზე. მერმა ყურადღება გაამახვილა 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ სოციალურ პროგრამებზე, რომლებიც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ოჯახების მხარდაჭერას ემსახურება.
შეხვედრის ბოლოს მერმა მრჩეველ ქალბატონებს სიმბოლურად ყვავილების თაიგულები გადასცა.
მერის მრჩეველთა საბჭოს განახლებულ შემადგენლობაში სულ 16 წევრია, მათ შორის 8 ქალბატონი. მათ შორის არიან:
მანანა ჩიხლაძე – ევროპული სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილე;
მარინა ჭავჭანიძე – საზოგადოება „ძველი წყალტუბოელების“ წევრი;
ლუიზა ჩაკვეტაძე – შპს „წყალტუბოს თერმული წყლების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
მანანა ჩაკვეტაძე – მოსახლეობის წარმომადგენელი;
პედაგოგები: ქეთევან სირბილაძე, ნატო ჯოხაძე, მარინა ღურჭუმელიძე