- 2023-05-23
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე დღეს მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქის N 2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა.
შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის – „თვითმმართველობის გაძლიერება ახალგაზრდული ჯგუფების ჩართულობის’’ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მომავალი თაობის მონაწილეობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება იყო.
,,ახალგაზრდების როლი, პროგრესული იდეების განხორციელება, თვითმმართველობის პროცესში მათი მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის მერი ყოველთვის მზად ვარ მხარი დავუჭირო მომავალი თაობის ახალ ინიციატივებს, რომლებიც ჩვენი ქალაქის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული’’- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მერის ინიციატივით, მიმდინარე წელს მერის სტიპენდია დაენიშნებთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე 100 პოცენტიან გრანტს მიიღებენ, ასევე განიხილეს წყალტუბოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალურ პროგრამები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრას მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქის N 2 საჯარო სკოლის უფროსკლასელები, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბენიძე, ისტორიის პედაგოგი პაატა ბუჭუხიშვილი ესწრებოდნენ.
.