- 2025-03-28
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ევროპის ჩემპიონს, წარმატებულ ძიუდოისტს, ნანა გულბიანს შეხვდა და მადლობის დიპლომი გადასცა.
წყალტუბოელმა სპორტსმენმა ახლახან ანტალიაში გამართულ კადეტთა ევროპის თასის ფინალში თურქი მეტოქე დაამარცხა.
ნანა გულბიანი სოფელ ახალი საყულიას საჯარო სკოლის მე-11 კლასის წარმატებული მოსწავლეა, როგორც სპორტსმენის მწვრთნელმა ზელიმ გულბიანმა აღნიშნა, ის არის პირველი გოგონათა შორის, რომელმაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოუტანა.
გამარჯვებულმა სპორტსმენმა მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის, ასევე, მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა და აღნიშნა, რომ ყველა ეტაპზე, მოწინააღმდეგეს საბრძოლო შემართებით ხვდებოდა და საქართველოს გამარჯვების ისტორია დაწერა.
წარმატებულ სპორტსმენთან შეხვედრას მერის მოადგილე გია კვასტიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.
ევროპის ჩემპიონს ფულადი ჯილდოც გადაეცა.
.