- 2024-09-23
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე პედაგოგებს შეხვდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი და 300-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ეროვნული ფასეულობების დაცვისა და ქვეყნის სამსახურში განათლებული საზოგადოების ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და არსებული გამოწვევების საკითხებზე.
აღინიშნა, რომ წყალტუბოში უკვე მეორე წელია, მერის ინიციატივით, სტიპენდიას იღებენ გრანტის მფლობელი სტუდენტები, ასევე, ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი პირველკლასელთა ოჯახები.
თვითმმართველობის პირველი პირების მხარდაჭერა პედაგოგებმა დადებითად შეაფასეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპოზიტორ ზაზა კილასონიას კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.