- 2023-06-12
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს, საჯარო სკოლების ძირითად მიღწევებს, გამოწვევებსა და პერსპექტივებს უშუალოდ პედაგოგებისაგან ეცნობა და შესაძლებლობის ფარგლებში მხარდაჭერას უცხადებს.
დღეს წყალტუბოს მერი N 3 საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივ ინიციატივებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.
გენადი ბალანჩივაძემ თავის გამოსვლაში წარმატებული წყალტუბოელი სტუდენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე 100 %-იანი გრანტის მიღების შემთხვევაში, მერის სტიპენდიის დაწესების ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
სკოლის შემოქმედებითმა ჯგუფმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ქეთევან სირბილაძის ორგანიზებით ღონისძიება ,,სიყვარული აღგვამაღლებს’’ წარადგინა.
მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის’’ პერსონაჟები განასახიერეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და ერთგულება, მომავალ თაობაში თანაგრძნობისა და ემპათიის უნარის განვითარებაა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ კაკაბაძე, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.