წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგნელებს, სპეციალისტებსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგნელებს, სპეციალისტებსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.
შეხვედრაზე გენადი ბალანჩივაძემ მადლობა გადაუხადა გუნდის წევრებს გაწეული მუშაობისთვის.
როგორც მერმა აღნიშნა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა პრიორიტეტი იქნება.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, დაისახა სამომავლო გეგმები.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნესტორ აფხაძე, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი მაია ფანჩულიძე და მერიის სამსახურების უფროსები.