წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამა 2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ადგილობრივი მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური პროგრამების გაძლიერება. სწორედ ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ფინანსდება 13 ძირითადი და 35 ქვეპროგრამა:
➡მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა დახმარების პროგრამა.
➡მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისების პროგრამა.
➡მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.
➡საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის დახმარების პროგრამა.
➡ცერებრალური დამბლით დაავადებული პირის დახმარების პროგრამა.
➡მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამა.
➡თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე – ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა.
➡შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა დახმარების პროგრამა.
➡ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარების პროგრამა.
➡ ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა ფულადი დახმარების პროგრამა.
➡ პარკინსონითა და ფსორიაზით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა.
➡აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა.
➡ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარების პროგრამა.
➡2026-2027 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ პირველკლასელთა დახმარების პროგრამა.
➡მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარების პროგრამა.
➡მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა.
➡სპეციალიზირებულ დაწესებულებიდან ოჯახში, მეურვესთან დაბრუნებული ბავშვების დახმარების პროგრამა.
➡მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამა.
➡18 წლამდე ბავშვების, საზღვარგარეთ მკურნალობის დახმარების პროგრამა.
➡სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა.
➡მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების პროგრამა.
➡მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი და შშმ სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსების პროგრამა.
➡მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის ყოველთვიური სტიპენდია.
➡მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯების პროგრამა.
➡ სადღესასწაულო დღეების მხარდაჭერის პროგრამა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://tskaltubo.gov.ge/…/2026/01/gatsemis-tsesi-2026ts.pdf