წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი და საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, იოჰან სებასტიან ბახის სახელობის IX ეროვნული კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას და გალა კონცერტს დაესწრნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი და საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, იოჰან სებასტიან ბახის სახელობის IX ეროვნული კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას და გალა კონცერტს დაესწრნენ.
ღონისძიება ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს 95 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ვალერიან შიუკაშვილი, დუდანა მაზმანიშვილი, ნოდარ მდივანი, ლიზი რამიშვილი და იზაბელა პაროიანი. მათი გადაწყვეტილებით, 26 მოსწავლე დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობის მუსიკალური განვითარების ხელშეწყობა, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ასევე რეგიონებს შორის კულტურული კავშირების გაძლიერება.
იოჰან სებასტიან ბახის სახელობის კონკურს-ფესტივალი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უკვე მესამედ გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.