- 2026-04-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა სოფელ რიონში სპორტული მოედანი დაათვალიერეს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
სპორტული მოედნის მშენებლობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოები ვადების დაცვით და ხარისხიანად შესრულდა. ახალი სპორტული მოედანი ბუნებრივსაფარიანია. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო მესერი და გარე განათების ქსელი.
სპორტული მოედნის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.