- 2025-10-06
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტები და არსებული გამოწვევები განიხილა.
ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესს. გენადი ბალანჩივაძემ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზე იყოს ორიენტირებული.
მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და წყალტუბოს მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, წყალტუბოს განვითარებასა და წინსვლას.
„არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს – მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ დაგეგმილ პროექტებზე მუშაობა და განვახორციელოთ ახალი პროექტები. როგორც წყალტუბოელებს დავპირდი, მაქსიმალურად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სასმელი წყლის ქსელი მუნიციპალიტეტის სოფლებში. ჩემი მთავარი მიზანი იქნება წყალტუბოში სამედიცინო და სპორტული ტურიზმის განვითარება, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა, სოციალური პროგრამების გაძლიერება და მმართველობის პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართვა,“ – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს 18-19 ოქტომბერს სახალხო დღესასწაულის ,,შემოდგომის წყალტუბო“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.