- 2024-03-07
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრში დასაქმებულ ქალბატონებს მიულოცა.
,,განსაკუთრებულ ყურადღებას და გულისხმიერ დამოკიდებულებას იწვევს თქვენი შრომა, წლის ნებისმიერ სეზონზე ზრუნვა ქალაქის მოწესრიგებასა და დასუფთავებაზე, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და კეთილდღეობა” – აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.
მერთან ერთად სტუმრებს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს მერის მოადგილემ, გრიგოლ ყურაშვილმა, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, დასუფთავების ცენტრის მმართველმა დავით იობიძემ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა და თვითმართველობის წარმომადგენლებმა.