- 2026-03-13
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან ერთად მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები. ყურადღება გამახვილდა პროექტების მიმდინარეობაზე, ხარისხიან შესრულებასა და მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებაზე.
„მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ამ პროცესში მერის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები გვაძლევს შესაძლებლობას, სწორად განვსაზღვროთ მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო პრიორიტეტები.“-აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.