- 2025-04-28
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ თათბირი გამართა.
თათბირს მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მოადგილე გია კვასტიანი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მერის თანაშემწეები და მრჩეველი ესწრებოდნენ.
თვითმმართველობის პირველმა პირმა განიხილა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაწყებული სამუშაოების, სოციალური პროგრამებისა და დახმარებების გაცემის მხრივ არსებული მდგომარეობა.
,,ჩვენი მუშაობა მიმართულია ინფრასტრუქტურის მოწყობასა და მოქალაქეების მიზანმიმართულ მხარდაჭერაზე, აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ვემზადებით ტურისტული სეზონისთვის, ამასთან, სოციალური პროგრამების ფარგლებში საჭირო დახმარებებს ვუწევთ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს”- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
მუნიციპალიტეტის მერმა გასცა შესაბამისი დავალებები საკურორტო სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, ასევე, ისაუბრა მაისის თვეში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების გამართვის შესახებ.