- 2022-04-18
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წარმატებული წყალტუბოელი ძიუდოისტები და მწვრთნელები დააჯილდოვა.
ძიუდოისტთა ჩემპიონატზე საბა გველესიანმა ოქროს, ხოლო მათე გველესიანმა, ლუკა შვანგირაძემ, ლუკა ომანაძემ და ლუკა ქუთათელაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები გახდნენ.
,,წყალტუბოელმა ძიუდოისტებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერა იქნება სტიმული, როგორც დღევანდელი პრიზიორებისთვის, ასევე, დამწყები სპორტსმენებისთვის. მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,სპორტული კლუბების გაერთიანების ინიციატივით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით, რომელთა მიზანი სწორედ წარმატებული სპორტსმენების მომზადებაა’’- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
დაჯილდოების ცერემონიაზე ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების’’ ხელმძღვანელმა ირაკლი კუჭავამ გამარჯვებულ სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ძიუდოისტებსა და მწვრთნელებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ .