წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ანონსი

11 მარტს, 14:00 საათზე, გაიმართება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
სხდომაზე, დასწრება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, შესაბამისი რეგლამენტისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი რეკომენდაციების, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვით.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №39  დადგენილების ძალადაკარგულად  გამოცხადების შესახებ.
      /  მომხს: მაკა ჭელიძე/

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით,  პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით,  გადაცემისას  – საიჯარო ქირის      საწყისი წლიური საფასურის  ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხ: რევაზ დიდავა/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით,   პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით,  გადაცემისას  – საიჯარო ქირის      საწყისი   წლიური საფასურის  ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხ: რევაზ დიდავა/

4..წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მდებარე , ადმინისტრაციული შენობის (საკ. კოდი №29.10.37.366) მეორე სართულზე განთავსებული 12.96 კვ.მ.(ერთი ოთახი) ფართის სამსახურეობრივი    საჭიროებიდან გამომდინარე ოფისის განსათავსებლად,  სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით,  იჯარის უფლებით, 5(ხუთი) წლის  ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს:რევაზ დიდავა/

5.წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის   საკრებულოს 2022 წლის  11 მარტის რიგგარეშე   სხდომის დღის   წესრიგის დამტკიცების შესახებ.

/ მომხს: თეიმურაზ ჭეიშვილი/