წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ამაღლების დღესასწაული აღინიშნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ამაღლების დღესასწაული აღინიშნა. ამაღლების ისტორიულ ტაძარში წირვა-ლოცვა მამა დავითმა აღავლინა.
მოეწყო სპორტული შეჯიბრებები: შაშში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ფრენბურთში. გაიმართა ქართული ჭიდაობა და ფეხბურთის მატჩი.
სოფლის დღესასწაულს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, მერის წარმომადგენელი მაღლაკის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაჟა ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა დამსწრე საზოგადოებას ამაღლების დღესასწაული მიულოცა.
სოფელ მაღლაკში ამაღლების დღესასწაულის აღნიშვნის ინიციატორი ადგილობრივი მკვიდრი მეწარმე ბადრი ტყეშელაშვილია.
ამაღლების დღესასწაული ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეთა კონცერტით დასრულდა. ახალგაზრდებმა პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს, აჟღერდა ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერები.