- 2025-11-14
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მინი სპორტული მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს.
სპორტული მოედანი ეწყობა უკანეთში, ქვედა ქვიტირში მუხიანსა და ზედა მესხეთში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაათვალიერა.
დასრულების ფაზაშია სოფელ ქვედა ქვიტირში მინი სტადიონის მშენებლობა, სტადიონის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს დანარჩენ სოფლებში.
ზედა მესხეთში ასევე მოეწყო გასახდელი შენობა, გალამაზდა სკვერი, დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, აშენდა ახალი მოსაცდელი.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ განაცხადა, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, პროექტის მიხედვით, თანამედროვე ტიპის ხელოვნურსაფარიანი მოედანზე დამონტაჟდება უმაღლესი ხარისხის ლედ განათება, მოეწყობა მცირე ზომის ტრიბუნები. ყველა დაგეგმილი პროექტი დათქმულ ვადებში განხორციელდება.