- 2025-12-30
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.
პროცესში ჩართულია 15 ერთეული ტექნიკა.
მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა სასმელი წყლისა და გაზსადენის ქსელის გარკვეული მონაკვეთები.
შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას არსებული შეფერხებები.