- 2024-07-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევებისა და თვითმმართველი ერთეულის კონტექსტის გათვალისწინებით, მდგრადი განვითარების 10 მიზანი და 22 ამოცანა განისაზღვრა მუნიციპალურ პრიორიტეტად.
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი სრულად ეყრდნობა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 2015 წლის 25 სექტემბრის A/RES/70/1 და 2017 წლის 7 ივლისის A/RES/71/313 რეზოლუციებს.
მდგრადი განვითარების მიზნების კომპლექსურობის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს აქტივობებს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევებისა და თვითმმართველი ერთეულის კონტექსტის გათვალისწინებით, მდგრადი განვითარების 10 მიზანი და 22 ამოცანა განისაზღვრა მუნიციპალურ პრიორიტეტად.
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი მომზადდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომელიც სრულად ეყრდნობა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 2015 წლის 25 სექტემბრის A/RES/70/1 და 2017 წლის 7 ივლისის A/RES/71/313 რეზოლუციებს. მდგრადი განვითარების მიზნების კომპლექსურობის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს აქტივობებს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევადაღნიშნული დოკუმენტის განხილვა მოეწყო მუნიციპალიტეტის საკრებულოში, შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, მერიის სამსახურების უფროსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
დოკუმენტის განხილვაში ჩართული იყო პროექტის კონსულტანტი ნიკოლოზ ჩანადირი.
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარეხი კანკაძემ დოკუმენტში წარმოდგენილ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
აღნიშნული დოკუმენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.