- 2023-01-24
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.
დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები, წინასწარ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად მუნიციპალიტეტის 18 სოფელში გაიმართა.
თვითმმართველობის წარმომადგენლები ორგანიზებას უწევენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და უზრუნველყოფენ კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას. ,,მნიშვნელოვანია, რომ ყველა სოფელში მოხდეს სწორედ იმ პროექტის განხორციელება, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა პროექტების შერჩევაში, გარდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებისა, სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან”- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
დღეს გამართულ კრებებზე გადაწყდა, რომ სოფელ ქვიტირში გარე განათების ქსელი მოეწყობა, სოფელ გვიშტიბში არსებული სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება, გეგუთში კლუბისა და მემორიალის რეაბილიტაცია მოხდება, ზედა მესხეთში საბავშვო ატრაქციონი მოეწყობა, ფარცხანაყანევში სკვერის კეთილმოწყობა გაგრძელდება, პირველი წყალტუბოში შეთანხმდნენ მზა ბეტონის შეძენაზე და სოფლის ცენტრში არსებული მემორიალის რეაბილიტაციაზე, გუმბრაში სასაფლაო შემოიღობება და საპირფარეშო გაკეთდება, სოფელ თერნალში სასაფლაო მოწესრიგდება. სოფელ გუბისწყალზე სასაფლაოსთან მისასვლელი გზა გაკეთდება,
სოფელ ხომულში, საჩხეურში , ჭაშლეთში, რიონში, ლეხიდრისთავში მზა ბეტონის შეძენა – შესყიდვა მოხდება, ხოლო სოფ დღნორისაში შიდა გზები მოწესრიგდება.