- 2025-05-08
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასაჩუქრე ამანათების გადაცემა დაიწყო.
ჰუმანიტარული ტვირთი მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო.
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახებს 300 სასაჩუქრე პაკეტი გადაეცემათ, რომელთა განაწილებას მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელ თამარ სილაგაძესთან ერთად უზრუნველყოფს.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდასაჭერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება.