წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა

წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა.
წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქის სალსომაჯორეს კულტურული ჯგუფის “SYNESTHESIA FRA LE ARTI” წარმომადგენლებმა ქრისტინა სერვინმა და იგამ მასარმა გამოფენა დაათვალიერეს და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ფანქრით, აკვარელით, გუაშითა და აკრილით შესრულებული ნახატები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მდიდარი ტრადიციების შესახებ სკოლის მენეჯერმა ავთანდილ ჯიბუტმა და პედაგოგმა ნანა მანაგაძემ ისაუბრეს.
იტალიელმა სტუმრებმა სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების ნამუშევრები მოიწონეს და აღნიშნეს, რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვრები და მომავალში შეიძლება ამ კუთხით საინტერესო პროექტების განხორციელება.
გამოფენა (ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო.