- 2022-08-03
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში (CPV-71400000; CPV-71410000), „ქალაქ წყალტუბოს განვითარებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს №1654 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ-კურორტ წყალტუბოს განვითარებაში სახელმწიფო და მუნიციპალური უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ერთიანი გეგმის მიხედვით.
პროექტის დოკუმენტი შედგება ტექსტური, გრაფიკული ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიებისგან, სადაც ნაბეჭდი ვერსიისგან განსხვავებით დამატებულია ელექტრონული დანართები.
წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
გარემოს დაცვის სააგენტოს საიტზე განთავსებული სკოპინგის ბმული
https://nea.gov.ge/Ge/GZSH/493
ეკონომიკის სამინისტროს საიტზე განთავსებული ბმული
http://www.economy.ge/?page=economy&s=137