სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვიტირში შპს „ემარ“-ის საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს (ნარჩენების აღდგენა) პროექტი

 

შპს ,, ემარ’’

 

ქ. წყალტუბო, სოფელი ქვიტირი

 

განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს

სკოპინგის ანგარიში

 

 

 

შემსრულებელი :                                                                    დამკვეთი:

შპს ,, ელსჰაუსი’’                                                                     შპს ,, ემარ’’

დირექტორი ზ. კვაბზირიძე                                                 დირექტორი: პრაფულ ჯეინი

ტელ: 591 97 50 90                                                                   ტელ: 558 97  00 07

 

 

 

 

ქ. ქუთაისი 2021 წელ

 

 სარჩევი                                                                                                        გვერდი

1 შესავალი, ზოგადი ცნობები საწარმოს შესახებ 4-5
2 სკოპინგის ანგარიშის მომზადების საკანონმდებლო საფუძვლები 6
3

3.1

3.2 3.3

დაგეგმილი საქმიანობის აღწერა

საწარმოს განთავსების ტერიტორიის ადგილმდებარეობა და  საქმიანობის ზოგადი აღწერა

ტექნოლოგიური ციკლის  აღწერა

7-8

9

10-17

4

5.

6.

7.

9,

საბურავების გადამუშავების შედეგად მიღებული  პროდუქტის მართვა/ განთავსება

საწარმოს ნედლეულით მომარაგება

საწარმოს წყალმომარაგება, კანალიზაცია,   ჩამდინარე წყლები

საწარმოს ფუნციონირების რეჟიმი

საქმიანობისათვის საჭირო ბუნებრივი რესურსები

17

17

18

19

19

-19

10.

10.1

10.2

10.3

10.4

ალტერნატიული ვარიანტები

არაქმედების ალტერნატივა

საწარმოს განთავსების ალტერნატიურლი ვარიანტები

ტექნოლოგიური ალტერნატივები

მწარმოებლურობის, დატვისრთვის შემცირება/ გადიდების ალტერნატივები

19-20

20

20-22

22

22

11.

12

13.

14.

15.

16.

16.1

16.2

16.3

16.4

ზოგადი ინფორმაცია გარემოზე შესაძლო ზემოქედების და მისი სახეების შესახებ რომელიც შესწავლილი იქნება გზშ-ს პორცესში.

ზემოქმედება ატმოსფერულ ჰაერზე

ხმაურის გავრცელება და ზემოქმედება

ზემოქმედება გეოლოგიურ გარემოზე

ზემოქმედება ზედაპირულ. მიწისქვეშა/გრუნტის წყლებზე

ზემოქმედება  ბიოლოგიურ გარემოზე

ზემოქმედება   დაცულ ტერიტორიბზე

ზემოქმედება კულტურილ მემკვიდრეობაზე

ზემოქმედება ცხოველთა სამყაროზე

ზემოქმედება მცენარეთა საფარზე

22

 

23

23-25

25-30

30

31

31

31

32

32-33

33

17.

17.1

17.2

17.3

17.4

17.5

17.6

17.7

17.8

17.9

ნარჩენების წარმოქმნა და მართვის შედეგად მოსალოდნელი ზემოქმედება, ნარჩენებით გარემოს დაბინძურების რისკები

ზოგადი მიმოხილვა

ძირითადი მიზნები და ამოცანები

პასუხიმსგებლობა ნარჩენების მართვის პორცესში

ნარჩენების მართვის პორცესი

ნარჩენების და დროებითი შენახვის წესები

ნარჩენების ტრანსპორტირების წესი

ნარჩენების უსაფთხო მოპყრობის ზოგადი მოთხოვნები

საწარმოო ნარჩენებზე კონტროლი

საწარმოს ექსპლუატაციის პერიოდში მოსალოდნელი ნარჩენების სახეობები და რაოდენობები

33

 

33

33-34

34

34

34-35

35-36

36-37

37

38

38-39

 

18.

18.1

18.2

18.3

18.4

18.5

18.6

18.7

19.

20.

21.

22.

23.

 

 

 

24

 

 

ზემოქმდება სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე

შესძლო დემოგრაფიული ცვლილებები

სოციალურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქედება

ზემოქმედება მიწის საკუთრებასა და გამოყენებაზე

დასაქმება და მასთან დაკავშირებული ზემოქმდებები

წვლილი ეკონომიკაში

ზემოქოედება სატრანსპორტო ნაკადებზე

ტრანსასაზღვრო ზემოქმედება

ადამისნის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

კუმულაციური ზემოქმედება

გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და მორინტორინგის პრიციპები

გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ღონისძიებების წინასწარი მონახაზი

ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ , რომლებიც გათვალისწინებული იქნება  გარემოზე მნიშვნელოპვანი უარყოფითი ზემოქმედების თავისდან აცილებისათვის  შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის  ცხრილი N6 გარემოზე  ნეგატიური ზემოქმედების შემარბილებელი ღოისძიებები

ინფორმაცია მომავალში ჩასატარებელი კვლევევბის და გზშ-ს ანგარიშის საჭირო მეთოდების შესახე

39

39

40

40-41

41

41

41-42

42

42

42-43+

43

44-45

45

45-46

 

47-50

 

51

45-46

46-47

47

 

 

დანართები:

დანართი 1. საწარმოს ტერიტორიის საკადასტრო ნახაზები საწარმოს განთავსების შენობის მიხევით

დანართი 2. საწარმოს ტერიტორიის მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯაროო რეესტრიდან

დანართი 3. ამონაწერები  მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან

დანართი 4. შენობის საპროექტო ნახაზები

დანართი 5. ორთო ფოტო

დანართი 6. ხელშეკრულებები

დანართი 7. ბრძანება 03,08,2021 წლის  N2-1182 სკრინიგის გადაწყვეტილების შესახებ

 

 

52

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში განთავსებული შპს ,,ემარ’’-ის (ს/კ421279351) განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს სკოპინგის ანგარიშს.

შპს ,,ემარ’’-ის საწარმოს საქმიანობა – განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამუშავება (ნარჩენების აღდგენა) მეორადი ნედლეული მასალის მიღების მიზნით (აღდგენის კოდი R3), საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის’’-ს II დანართის 10.3 პუნქტის თანახმად ,,ნარჩენების აღდგენა,  გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასაწრი დამუშავებისა’’ მიეკუთვნება საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი’’-ს II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას და აღნიშნულიდან გამომდინარე ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის შესაბამისად ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, ამის გათვალისწინებით გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად შემუშავებული იქნა სკრინინგის ანგარიში საწარმოს თავისებურებათა გათვალისწინებით, სკრინინგის განცხადება წარდგენილი იქნა სამინისტროში მ/წლის 11 ივნისს და  საწარმომ გაიარა სკრინინგის პროცედურა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 03/082021 წლის N2-1182 ბრძანებით მიღებული იქნა სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ შპს ,,ემარ’’-ის განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაცია დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედებას  და კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს სკოპინგის პროცედურის გავლა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად შემუშავებული იქნა სკოპინგის ანგარიში.

შპს ,,ემარ’’-ის  საქმიანობის ტექნოლოგიური სქემის მიხედვით საბურავების  გადამუშავებით მიიღება რეზინის ფხვნილი, მეტალი და კაპრონი, რომელთაც გაუკეთდება რეალიზაცია შემდგომი გამოყენების მიზნით.

ნედლეული (მეორედი საბურავები) წარმოადგენს არასახიფათო ნარჩენს, ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს N246 დადგენილების შესაბამისად განადგურებას დაქვემდებარბული საბურავების კოდი  არის 16.01.03; ნარჩენების აღდგენის ოპერაციის კოდია R3 – ,,იმ ორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა, რომლებიც არ გამოიყენება როგორც გამხსნელები, (მათ შორის კომპოსტირება და სხვა ბიოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესი’’

 

 

 

   1.ზოგადი ცნობები საწარმოს შესახებ მოცემულია ცხრილში  N1

 

ცხრილი N1

ზოგადი ინფორმაცია საქმიანობის განხორციელებლის შესახებ

 

საქმიანობის განმახორციელებელი

 

შპს ,, ემარ’’
საიდენტიფიკაციო კოდი                   ს/კ  421279351
კომპანიის იურიდიული მისამართი

 

წყალტუბო, გ. ხანძთელის ქ. N45ა
საქმიანობის განხორციელების ადგილის

მისამართი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვიტირი
საქმიანობის სახე განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამუშავება
დირექტორი პრაფულ ჯეინი  (პ/ნ 60191001285)
საკონტაქტო ტელეფონი 558 97 00 07
ელექტრონული ფოსტა prafjain652@gmail.com
საკონსულტაციოს ფირმა შპს „ელსჰაუსი’’
საკონტაქტო ტელეფონი 577-74-77-33
დაგეგმილი საქმიანობის ტექნიკური მახასიათებლები
საქმიანობის განხორციელების ადგილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვიტირი
განთავსების ადგილის GPSკოორდინატი X -0302489,     Y-4678434
საპროექტო წარმადობა
 რეზინის ფხვნილი 6048 ტ/წელ რეზინის ფხვნილის წარმოება
სამუშაო დღეთა რაოდენობა წელიწადში 336 დღე/ წელ
ტექნოლოგიურ პროცესების ხანგრძლიობა  სამუშაო საათების რაოდენობა დღე-ღამეში,სთ  

10 სთ

 
დაშორებულ უახლოეს საცხოვრებელი სახლიდან 25 მ

 

 

 

 

 

 

  1. სკოპინგის ანგარიშის მომზადების საკანონმდებლო საფუძვლები

დაგეგმილი საქმიანობა საქართველოს კანონის,  გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების  კოდექსის  II დანართის 10.3 პუნქტის თანახმად (ნარჩენების აღდგენა, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა) ექვემდებარება სკრინინგის პროცედურების გავლას, რის საფუძველზე საწარმომ გაიარა სკრინინგის პროცედურა და ის დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (03/082021 წლის N2-1182 ბრძანებით).

აღნიშნულიდან გამომდინარე საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მეორე ეტაპზე შემუშავდა სკოპინგის ანგარიში და შემდგომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნის საფუძველზე მომზადდება გზშ-ის ანგარიში.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად გზშ-ს ერთ-ერთი ეტაპია სკოპინგის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს. აღნიშნული პროცედურის საფუძველზე მზადდება წინასწარი დოკუმენტი (სკოპინგის ანგარიში), რომლის საფუძველზეც სამინისტრო გასცემს სკოპინგის დასკვნას. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სამინისტროს წარუდგინოს სკოპინგის განცხადება სკოპინგის ანგარიშთან ერთად.

გარემოსდაცვითი შეფასების  კოდექსის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე შპს ,,ემარ’’-ის დაკვეთით მომზადებულია სკოპინგის ანგარიში, რომელიც კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, მათ შორის: ინფორმაცია საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ, ობიექტის საპროექტო მახასიათებლები, ოპერირების პროცესის პრინციპები და სხვ;
  • დაგეგმილის საქმიანობის და მისი განხორციელების ადგილის ალტერნატიული ვარიანტების აღწერას;
  • ზოგად ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების და მისი სახეების შესახებ, რომლებიც შესწავლილი იქნება გზშ-ის პროცესში;
  • ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის, შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის;
  • ინფორმაციას ჩასატარებელი კვლევებისა და გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო მეთოდების შესახებ.

სკოპინგის ანგარიშის შესწავლის საფუძველზე სამინისტრო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გათვალისწინება სავალდებულოა გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას.

 

 

 

  1. დაგეგმილი საქმიანობის აღწერა

 

  • საწარმოს განთავსების ადგილმდებარეობა და საწარმოს საქმიანობის ზოგადი აღწერა

 

შპს ,,ემარ’’-ის (ს/კ421279351) განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ნაკვეთის საერთო ფართობია 2020მ2. საკადასტრო კოდია: 29.12.31.093 და წარმოადგენს შპს ,,რეზინების ტექნოლოგი’’-ის საკუთრებას. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა კომპანია შპს ,,ემარს’’ (იხ. დანართი ხელსეკრულება).

აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საწარმოო შენობა-ნაგებობა, რომლის ფართობია: 432,56 მ2. შენობის კოორდინატია: X-0302489, Y-4678434, საპროექტო ტერიტორია მოშანდაკებულია და შემოღობილია მავთულის ღობით. გარდა ზემოაღნიშნულისა კომპანიას იჯარის ხელშეკრულებით მოქ. კახა ბუმბეიშილისგან (ს/კ 53001051047) აღებული აქვს მომიჯნავე ტერიტორიაზე (შპს ,,ემარის‘’ საწარმოს განთავსების ტერიტორიის მომიჯნავედ, აღმოსავლეთ მხარეს) არსებული 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. (საკ.კოდ: 29.12.31.254 ), რომელიც საწარმოს ექსპლუატაციისას გამოყენებული იქნება ნედლეულის ღია საწყობად (განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების შტაბელებად დასაწყობებისათვის).

საწარმოს ირგვლივ მდებარეობს საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, მათ შორის: მოქ. მაკა ცქიტიშვილის უახლოესი საცხოვრებელი სახლი (საკადასტრო კოდი: 29.12.31.098,)  ჩრდილო-დასავლეთით საწარმოს შენობიდან არის დაშორებული 70მ მანძილზე. დასავლეთით საწარმოს ესაზღვრება 95მ მანძილის მოშორებით მოქ. მზია ხაჭაპურიძის საკარმიდამო ეზო და სახლი (საკადასტრო კოდი:  29.12.31.281). აღმოსავლეთით ესაზღვრება მოქ. კახა მუმბეიშვილის საცხოვრებელი ეზო და სახლი (საკ.კოდ: 29.12.31.254 ), რომელიც საწარმოო შენობიდან დაშორებულია 85 მ-ით. სამხრეთით  ესაზღვრება მანანა გეგეშიძის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასრტო კოდი:29.12.31.507) და 100მ მანძილზე  ირა ცუცქირიძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და  საცხოვრებელი სახლი (საკ. კოდი: 29.12.31.029). ასევე საწარმოს  შენობის სამხრეთით გადის ცენტრალური საავტომობილო გზა. გზიდან მანძილი საწარმოო შენობამდე შეადგენს 120 მ-ს. შპს ,,ემარის‘’ საწარმოსთან მისასვლელი სამანქანო  გზა გადის მოქ. მანანა გეგეშიძისა და მოქ. ირა ცუცქირიძის მიწის ნავეთებს შორის, კერძოდ საწარმოსთან შემავალი გზა (გზის სიგანეა 4 მ, სიგრძე 120 მ) გადის მანანა გეგშიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დასავლეთ მხარეს. კომპანიას მანანა გეგეშიძესთან გაფორმებული აქვს  ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საწარმოს უფლება აქვს  მანანა გეგეშიძის მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე გამავალი გზა გამოიყენოს როგორც საწარმოში ნედლეუილის შემოზიდვისთვი, ასევე პროდუქციის გატანისთვის. (იხ ხელშეკრულება და  სატრანსპორტო სქემა,  ორთოფოტო).

 

საპროექტო ტერიტორიაზე მოწყობილია (2017 წელს შპს ,,რეზინების ტექნოლოგიების’’ მიერ) ძირითადი საწარმოო და დამხმარე შენობები: სათავსოები, სანიტარული კვანძი, მუშა პერსონალისთვის სასადილო, გასახდელი და დასასვენებელი ოთახი (საერთო ფართით 175,66 კვ.მ ) და  ნედლეულის ღია საწყობები.

საწარმოს ტერიტორიაზე ნედლეულის (განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების) დასაწყობება მოხდება შტაბელებად, ღია ცის ქვეშ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე. (მოქ. კახა ბუმბეიშილისგან იჯარის ხელშეკრულებით აღებულ მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე).

მზა პორდუქციის (რეზინის ფხვნილის) დასაწყობება (პოლიეთილენის ტომრებში განთავსებული) მოხდება საწარმოო შენობის გვერდით (დასავლეთ მხარეს) მოწოყობილ სათავსოში, დროებითი განთავსების მიზნით, საიდანაც დაგროვების შესაბამისად საწარმოდან გატანილი იქნება სარეალიზაციოდ. ასევე რეალიზაცია გაუკეთდება საბურავების გადამუშავების შედეგად მიღებულ მეტალსს და კაპრონს. ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობისას გამონთავისუფლებული ფოლადის მავთული მუშა პერსონალის მიერ  გაიტანება საწარმოო შენობიდან და დასაწყობდება ავტოთვიმცლეში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ხოლო კაპრონი განთავსებდა (პოლიეთილენის ტომრებით) მეორე სათავსოში დროებით შენახვის მიზნით.

საწარმოს მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოების შესრულება საჭირო არ არის. (საწარმო არ საჭიროებს დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების, მძიმე ტექნიკის გამოყენებას, მიწის, საშემდუღებო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებას.) საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილია წყლისა და შიდა საკანალიზაციო სისტემები. მოწესრიგებულია  ელექტრო გაყვანილობა. (საწარმოს აქვს საკუთარი ელ. მომარაგების ტრანსფორმატორი).

შპს ,, ემარი’’-ის მიერ აღნიშნულ საწარმოში ახალი წარმოებისათვის რაიმე სახის სარემონტო/მოწყობის  სამუშაოები არ  ჩატარებულა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების ამსახველო ფოტო მასალა

 

საწარმოს შესავლელი                                                        მავთულის საწყობი (ავტოთვითმცლელი)

სათავსო                                                                                     პერსონალის საშხაპე, გასახდელი

 

მზა პროდუქციის საწყობი                                           სასადილო, ოფისი

 

 

საწარმო მოწყობილია 2017 წელს და ექსპლუატაციას უწევდა შპს ,,რეზინების ტექნოლოგია’’  (ს/კ404499093), რომელმაც ფუნქციონირება შეწყვიტა 2019 წელს. შპს ,, რეზინების ტექნოლოგია’’ ახორციელებდა საბურავების გადამუშავებით მიღებული რეზინის ფხვნილისგან  რეზინის ფილების წარმოებას.

კომპანია შპს ,,რეზინების ტექნოლოგია‘’ შემოწმებული იქნა 2018 წელში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატამენტის მიერ და კომპანიის მიმართ უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით გატარდა ღონისძიებები.

2021 წლის აპრილის თვიდან აღნიშნული საწარმო გადავიდა ახალი კომპანიის შპს ,,ემარ’’-ის საკუთრებაში, რომელსაც (ძველი კომპანიისგან განსხვავებით) დაგეგმილი აქვს საწარმოს ფუნქციონირება და განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამუშავების შედეგად რეზინის ფხვნილის წარმოება/რეალიზაცია. იგი არ განახორციელებს რეზინის ფილების წარმოებას. (იხ.დანართი  საწარმოს გენ-გეგმა).    შპს ,,  ემარი’’ საწარმოს განთავსების GPS კოორდინატები მოცემულია ცხრილში N2

ცხრილი N2

წერტ.N წერილის  GPSკოორდინატები
X Y
1 302427 4678429
2 302425 4678453
3 302495 4678460
4 302491 4678430

 

 

 

 

 

 

3.2  განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს ტექნიკური მაჩვენებლები და ტექნოლოგიური  ციკლის აღწერა

          კომპანია შპს ,,ემარ’’-ის (ს/კ421279351) საწარმო განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების შეგროვების/დასაწყობების შემდგომ მოახდენს მათ გადამუშავებას და ძირითდი  საბოლოო პროდუქტის-რეზინის ფხვნილის რეალიზაციას, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს, როგორც სამრეწველო ასევე  საყოფაცხოვრებო დანიშნულებით.

კომპანიას პირველ ეტაპზე დაგეგმილი აქვს დაახლოებით 10080 ტ/წელ  გამოუსადეგარი საბურავის გადამუშავება, ხოლო მომავალში გაზრდილი მოთხოვნების შესაბამისად  დაგეგმილია საქმინობის გაფართოება, რაც უფრო მეტი ნარჩენის ათვისებას შეუწყობს ხელს. კომპანიას ასევე დაგეგმილი აქვს საქართველოში არსებული ყველა მსხვილ საავტომობილო სერვისის მქონე კომპანიებთან დაამყაროს კავშირი, რომლებიც უზრუნველყოფენ საბურავების მოწოდებით.

 

შპს ,,ემარ’’-ის (ს/კ421279351) განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟებულია კაპიტალურ (რკინა-ბეტონის კონსტრუქციის) შენობაში, სადაც გამოყოფილია შემდეგი სახის სექციები:

  • ნედლეულის წინასწარი მომზადების უბანი
  • ნედლეულის გადამუშავების ხაზი

ამჟამად  საწარმოს შენობაში  ტექნოლოგიური ხაზის ფუნქციონირებისთვის დამონტაჟებულია ჩინური კომპანის ,,JIANGYIN JINALL INTERNACIONAL TRADE CO’’ LTD-ის წარმოების დანადგარები, რომლებიც საწარმოში მოეწყო 2017 წელს  შპს ,,რეზინების ტექნოლოგია’’-ს მიერ. ტექნოლოგიური ხაზის მაქსიმალური წარმადობაა 3ტ ნედლეული/სთ გადამუშავება.

აღნიშნული დანადგარები ხასიათდებიან ეკოლოგიურად სუფთა და მინიმალური საწარმოო დანახარჯებით:

  • საწარმოს შეუძლია გადაამუშაოს ყველა სახის საბურავი
  • ნარჩენების გადამუშავება ხორციელდება 10 საათიანი რეჟიმით
  • საბურავების სრული დაქუცმაცება 2-4 მმ, 1-3მმ ზომის გრანულებამდე და ,,პუდრა’’ (25 მეში)

საბურავების გადამუშავების ტექნოლოგიურ ხაზზე საბურავების გადამუშავების შედეგად  მიიღება სამი სახის პროდუქცია :

  • მეტალის კორდი ორი ტიპის: მეტალის მავთული და გვერდითი რგოლი (მსხვილი მავთული)
  • ტექსტილის კორდი
  • რეზინის ფხვნილი სახვა და სხვა ფრაქციის: 2-4 მმ, 1-3 მმ და პუდრა ,, 25მეში’’

 

საბურავების გადამუშავების ტექნოლოგიური ხაზის დანადგარები გამოირჩევიან   კარგი ხარისხით და თითოეული  დეტალის მაღალი სანდოობით. ტექნოლოგიურ ციკლში გამოიყენება  მხოლოდ ელ. ენერგია, რაც ამცირებს დამატებით ხარჯებს, დანადგარებს კი გააჩნია მაღალი წარმადობა. ყველა დანადგარი სერტიფიცირებულია და გააჩნია ISO

 

სერთიფიკატი, რაც იძლევა გარანტიას, რომ გამოყენებული დანადგარი აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის მაღალ სტანდარტებს.

საწარმოს  ტექნოლოგიური სქემის მიხედვით საბურავების გადამუშავებით მიიღება რეზინის ფხვნილი, მეტალი და კაპრონი.  მეტალს და პაკრონს ისევე როგორც რეზინის ფხვნილს გაუკეთდება რეალიზაცია შემდგომი გამოყენების მიზნით. შესაბამისად განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების  გადამუშავების შედეგად  საწარმოო ნარჩენების წარმოქმნას ადგილი არ ექნება და შეიძლება ითქთვას, რომ აღნიშნული წარმოადგენს უნარჩენო გადამუშავების ტექნოლოგიას.

 

როგორც აღინიშნა ტექნოლოგიური ხაზის ფუნქციონირებისთვის საჭიროა მხოლოდ ელ. ენერგიის გამოყენება. შესაბამისად საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში წვის პროდუქტების ან სხვა მავნე ნივთიერებების ემისიები მოსალოდენელი არ არის. ერთადერთი ემისიის სახე, რაც შეიძლება საბურავების გადამუშავების დროს წარმოიქმნას ეს არის არაორგანული მტვერი.

ტექნოლოგიური პროცესი წყლის გამოყენებას არ საჭიროებს და შესაბამისად  საწარმოო ჩამდინარე წყლების წარმოქმნას ადგილი არ ექნება. (იხ. დანართი სურათი N2 ტექნოლოგიური სქემა)

ექსპლუატაციის ფაზაზე საწარმოში დასაქმებული იქნება 20 ადამიანი (4 ქალი, 16 კაცი),     საწარმო იმუშაობს ერთცვლიანი სამუშაო გრაფიკით, ცვლის ხანგრძლივობა  10 სთ  დღეში, წელიწადში 336 დღე.

საწარმოს მაქსიმალური საპროექტო წარმადობა იქნება  3ტ/სთ საბურავების გადამუშავება. წელიწადში მოახდენს 10 080ტ/წელ განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამუშავებას და   6048 ტ /წელ რეზინის ფხვნილის წარმოებას. ამ ეტაპზე  და სამომავლოდ საწარმოს არ აქვს დაგემილი წარმადობის გაზრდა.

განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამუშავებისათვის საჭირო ტექნოლოგიური პროცესი შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან, პირველ რიგში საჭიროა საბურავების შემოტანა და საწარმოს ტერიტორიაზე დასაწყობება.  საწარმოო   შენობაში  ხდება საბურავების ჩანართებისაგან განთავისუფლება და შემდგომ სხვა და სხვა დანადგარზე დამუშავება რეზინის ფხვნილის მისაღებად.

ტექნოლოგიური ციკლი გულისხმობს სხვა და სხვა ეტაპზე არასაჭირო კომპონენტების მოშორებას. პირველი ეტაპი, რასაც საბურავი გადის დამუშავებისათვის, არის მისი მოთავსება წრიულ საჭრელ დაზგაზე. აღნიშნული დაზგა საბურავს აგლეჯს მსხვილ მავთულს, მიღებული რეზინის პროდუქტი ლენტური ტრანსპორტიორით გადადის სეგმენტებად დამანაწევრებელში ე.წ ,,შრედერში’’. შრედერიდან ჩამოყრილი სეგმენტებად დანაწევრებული პროდუქტი ხელის ნიჩბის საშუალებით ისევ იყრება ლენტურ ტრანსპორტიორზე და მიეწოდება ძირითად სამსხვრეველაში. რეზინის სამსხვრეველადან (8-10მმ ფრაქციის ნედლეული) გადადის მაგნიტურ სეპარატორში, მაგნიტური სეპარატორი რეზინას აცლის ფოლადის მავთულს, შემდეგ ეტაპზე მაგნიტური სეპარატორის მიერ მავთულისაგან   გამოთავისუფლებული მასა ლენტური კონვეირით გადადის მეორე რეზინის სამსხვრეველაში, სადაც ხდება 4-6მმ ფრაქციის მიღება. მიღებული ფრაქცია  სპეციალური მილის საშულებით მიეწოდება ბუნკერს, საიდანაც იყრება ვიბრაციული მახარისხებელ დოლურაზე. ვიბრაციულ დოლურას (საცერის) საშუალებით ხდება რეზინის განთავსიუფლება, როგორც  ასევე კაპორნიდან. ბოჭკოდან, (ბოჭკო  და კაპრონი გროვდება ტომრებში). ვიბრაციის დროს დოლურაში გროვდება 4-6 მმ ფრაქციის  რეზინის  ფხვნილი, რომელიც სპეციალური მილის (წნევით) საშუალებით გადადის მესამე რეზინის სამსხვრევში, სადაც ხდება 2-4 მმ ფრაქციის რეზინის ფხვნილის

 

მიღება. აქედან მასა სპეციალური მილის საშუალებით გადადის  ბოჭკოს სეპარატორში, სადაც შორდება ყველა სახის მტვერი. მტვერი გროვდობა სპეციალურ ტომრებში, ხოლო სუფთა რეზინის ფხვილი იყრება დოლურაში. საბოლოოდ მიღებული სხვა და სხვა ფრაქციის (1-3მმ, 2-4მმ და 25 მეში (პუდრა) რეზინის ფხვნილი იყრება ტომრებში და გამზადდება    სარეალიზაციოდ.

საბურავების გადამუშავების შედეგად მიიღება მეორადი მასალა, როგორიც არის ლითონის მავთული და კაპრონი, აღნიშნული პროდუქტები არ წარმოადგენს ბუნებისთვის მავნე პროდუქტს. ისინი დროებით დასაწყობდბება საწარმოში, შესაბამისად დაფასოებული და  მოხდება მათი რეალიზაცია.

 

ტექნოლოგიური დანადგარების ჩამონათვალი  და წარმადობა

 

 

 

  მსხვილი მავთულის საგლეჯი -MODEL SL- 1200

 

 

სკოპინგის განცხადება 

შრედერი -MODEL ZPS-1200

 

 

 

 

 

 

 

 

 

უხეში რეზინის გამანადგურებელი – MODEL PSJ-800

 

 

 

 

 

 

 

ლითონის მაგნიტური გამყოფები MODEL  CTJ-200 და CTJ- 300

 

 

 

 

 

რეზინის მბრუნავი საფქვავი MODEL PSJ-900

 

 

 

 

 

რეზინის დამქუცმაცებელი და საცერი – MODELCSJ-600

 

 

ბოჭკოვანი გამყოფი MODEL XFJ-1100

 

 

 

 

 

 

 

ვიბრაციული სეპარატორი (დოლურა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილი N3

N დანადგარის დასახელება სამარკო სახელწოდება ტექნიკური მახასიათებლები

საათური წამრადობა

1 მსხვილიმავთულის საგლეჯი MODEL SL- 1200 წარმადობა 500კგ/სთ-ში
2 შრედერი –

 

MODEL ZPS-1200 წარმადობა 1000 კგ/სთ-ში
2 უხეში რეზინის გამანადგურებელი –

 

MODEL PSJ-800 წარმადობა  500 კგ/სთ-ში
3 ლითონის მაგნიტური გამყოფები

 

MODEL CTJ-200 და CTJ- 300 წარმადობა  60კგ/სთ-ში
4 რეზინის მბრუნავი საფქვავი

 

MODEL PSJ-900  წარმადობა 500კგ/სთ-ში
 

 

5

რეზინის დამქუცმაცებელი

და საცერი

 

 

MODELCSJ-600

 წარმადობა 440 კგ /სთ-ში
 

6

 

ბოჭკოვანი გამყოფი

 

MODEL XFJ-1100 წარმადობა 320 კგ/სთ-ში
 

7

 

ვიბრაციული სეპარატორი (დოლურა)  

MODELCSJ-600

 წარმადობა 300 კგ/სთ -ში

 

 

3.3  საბურავების გადამუშავების ტექნოლოგიური ხაზის აღწერა

საწარმოში ხდება  რეზინის ნარჩენების (მწყობრიდან გამოსული საბურავების) გადამუშავება მეორადი ნედლეულის (რეზინის ფხვნილის,) მასალის მიღების მიზნით.

მსოფლიოში წარმოებული საბურავები ძირითადად ერთნაირია  კონსტრუქციულად და მასლების შემადგენლობით.

საბურავების ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები ნაჩვენებია სურათზე:

საბურავები რამოდენიმე  კომპონენტებისაგან შედგება:

 

 

 

 

 

 

 

 

სურათი 1. საბურავების ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები

სურათი N 2

 

საბურავები რამოდენიმე კომპონენტებისაგან შედგება,  საბურავების შემადგენლობა მოცემულია ქვემოთ სურათზე.

 

 

 

 

 

 

საწარმოში განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების შემოტანა მოხდება ქვეყანაში  მოქმედი ფიზიკური და იურდიული პირების (კონტრაქტორების) მიერ, რომლებთანაც კომპანია გააფორმებს  შესაბამის  ხელშეკრუელბას, ასევე კომპანია გეგმავს ნედლეულის შეგროვების  საკუთარი ქსელის გამართვას.

საწარმოს ტერიტორიაზე საბურავების შემოტანა მოხდება, როგორც კონტრაქტორების ასევე შპს ,, ემარ’’-ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით.

საწარმოს მიერ მიღებული საბურავები შტაბელებად დასაწყობდება ნედლეულის სახარჯო უბანზე, ღია ცის ქვეშ.  შტაბელების დალაგების სიმაღლე იქნება – 3 მ .

საბურავების გადამუშავების  ტექნოლოგიური პროცესი  მოიცავს შემდეგი ძირითად ოპერაციებს:

  1. საბურავების შეგროვება და ნედლეულის ღია საწყობში დასაწყობება;
  2. საბურავების მომზადება მექანიკური დამუშავებისათვის (დაქუცმაცებისათვის).

ამ ეტაპზე ხდება საბურავების ვიზუალური  დათვალიერება უცხო   ჩანართების (ლურსმნები, ქვები და სხვა) არსებობის დადგენის მიზნით. ამის შემდგომ ხდება წრიულ საჭრელ დაზგაზე საბურავიდან მსხვილ მავთულს მოგლეჯვა.

  1. მავთულისგან განთავისუფლებული საბურავები მიეწოდება ე. წ. ,,შნედერს’’ სადაც საბურავების დაყოფა ხდება ფრაგმენტებად და გადაეცემა შემდგომი მექანიკური დამუშავებისთვის (დაქუცმაცებისთვის)
  2. საბურავების დაქუცმაცება წვრილ ფრაქციებად, პირველადი და საბოლოო დაქუცმაცების დანადგარებზე
  3. უცხო ნარევების მოსაცილებლად მაგნიტური სეპარაცია და ტექსტილი კორდის მოცილება
  4. რეზინის ფხვნილი დაგროვების შესაბამისად იგზავნება სარეალიზაციოდ
  5. ტექნოლოგიური ხაზის მაქსიმალური წარმადობაა 3ტ ნედლეული/სთ გადამუშავება.
  6. ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიური ოპერაციის დასრულების შენდეგ მიღებული კომპონენტები (რეზინის ფქხნილი, და კაპრონი) გადაიტანება დროებით შენახვის სათავსოში დაფასოებული სახით (შემდგომში სარეალიზაციოდ). ფოლადის მავთული დასაწყობდება ავტოთვიმცლეში.

 

  1. განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის (ლითონის მავთული და კაპრონი) მართვა/განთავსება

 

        განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამუშავების შედეგად მიღებული  (აღდგენილი) იქნება რეზინის ფხვნილი, ფოლადის მავთული და კაპრონი. რომელებიც დასაწყობდება საწარმოში და დაგროვების შესაბამისად გაუკეთდება რეალიზაცია შემდგომი გამოყენების მიზნით.

   

 

 

  1. საწარმოს ნედლეულით მომარაგება

საწარმოში  ნედლეულის (განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების) შემოტანა მოხდება ქვეყანაში მოქმედი ფიზიკური და იურდიული პირების (კონტრაქტორების) მიერ, რომლებთანაც შპს ,,ემარ’’-ი გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, გარდა ამისა კომპანიას დაგეგმილი აქვს  ნედლეულის შეგროვების  საკუთარი ქსელის შექმნა, რაზედაც კომპანიის მიერ გათვალისწინებული იქნება  ნარჩენების მართის კოდექსის და ,,ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N144 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

საწარმოს ტერიტორიაზე ნედლეულის შემოტანა მოხდება, როგორც კონტრაქტორების, ასევე კომპანია შპს ,,ემარ’’-ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით.

საწარმო განთავსებულია ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ, რომელზედაც მოძრაობა დღის და ღამის საათებში ინტენსიურია, ამდენად საწარმოს გადაზიდვები მასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

საწარმოსთვის საჭირო ნედლეულის რაოდენობაა 10080ტ წელიწადში,  შემოზიდვას საშუალოდ დასჭირდება 3-4 რეისი დღეში. დაახლოებით იგივე ინტენსოვობით გაიზიდება საწარმოდან  პორდუქცია, შესაძლებელია უფრო ნაკლები ინტენსივობითაც (რაც დამოკიდებული იქნება ბაზარზე პორდუქციის მოთოვნილებაზე). პორდუქციის გაზიდვა საწარმოდან მოხდება მცირეგაბარიტიანი  ტრანსპორტით, რომლის ინტენსოვობა დღეში არ გადაჭარბებს ორამდე გადაზიდვას. (იხ. სატრანსპორტო სქემა).

 

  1. საწარმოს წყალმომარაგება, კანალიზაცია და ჩამდინარე წყლების არინება

საწარმოს ექსპლუატაციის ფაზაზე წყლის მოხმარება საჭირო იქნება მხოლოდ   სასმელ-სამეურენო და სახანძრო მიზნებისათვის. ტექნოლოგიაში წყალი არ გამოიყენება. სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით საწარმოსთვის წყლით მომარაგება მოხდება ტერიტორიაზე უკვე მოწყობილი შახტური ჭიდან. (ჭის კოორდინატია: X- 302445, Y-4678430,) საიდანაც წყლის მოპოვება განხორციელდება კომპანიის მიერ შესაბამისი ლიცენზიის აღების  შემდეგ.  (კომპანიამ მიმართა სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების შესაბამის ლიცეენზიის აღების მიზით).

სასმელ-სამეურენო დანიშნულებით მოხმარებული წყლის რაოდენობა დამოკიდებულია დასაქმებული პერსონალის და ერთ  მომუშავეზე დახარჯული წყლის რაოდენობაზე. როგორც აღინიშნა საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არის ოცი ადამიანი, საწარმო მუშაობს ერთცვლიანი სამუშაო რეჟიმით, 10 საათიანი სამუშაო დღით, ერთ სულზე წყლის მაქსიმალური ხარჯი დღის განმავლობაში  შეადგენს  70 ლ-ს.

 

 

წელიწადში 336 სამუშაო დღის და ერთცვლიანი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით სასმელ-სამეურენო დანიშნულებით გამოსაყენებელი წყლის საანგარიშო ხარჯი იქნება:

20  x 70  =1400ლ/დღეში, ანუ 1,4 მ3 /დღეში,

                                      1,4მ3  x 336 დღე = 470,4მ3 /წელ

გარდა აღნიშნულისა მოწყობილია საშხაპე, ერთი წერტილით. საშხაპეს ერთ წერტილზე საჭირო წყლის რაოდენობა  შეადგენს დაახლოებით 500 ლიტრს, მაშინ საჭირო წყლის რაოდენობა იქნება:  1x 500 = 500ლ/დღეში, ანუ 0,5 მ3 / დღეში

0,5×336დღე = 168მ3 /წელ

სულ, სასმელ-სამეურენო დანიშნულებით წყლის  მიახლოებითი რაოდენობა იქნება:

                                         470,4 + 168 =638,4 მ3 /წელ  

საწარმოს ტექნოლოგიური სქემის მიხედვით ტექნოლოგიურ პროცესში წყლის გამოყენება საჭირო არ არის  და შესაბამისად საწარმოო ჩამდინარე წყლების წარმოქმნას ადგილი არ ექნება, ასევე ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს დახურულ შენობაში და დაბინძურებული ჩამდიონარე წყლების წარმოქმნის რისკი პრაქტიკუალდ არ  არსებოს.

სამეურენო-ფეკალური ჩამდინარე წყლების რაოდენობა იანგარიშება  გამოყენებული სასმელ-სამეურენო ჩამდინაე წყლების 5%-ანი დანაკარგების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში იქნება: 606,48მ3/წელ.

წარმოქმნილი სამეურენო-ფეკალური ჩამდინარე წყლები შიდა საკანალიზაციო სისტემით  ჩაშვებული იქნება საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილი ბეტონირებულ ორგანყოფილებიან  საკანალიზაციო ორმოში, რომლის მოცულობაა 30მ3. სამეურნეო-ფეკალური წყლების გატანა მოხდება ასენიზააციის მანქანით (ხელშეკრულებით).

როგორც უკვე აღინიშნა, საწარმოს ტერიტორიაზე ნედლეულის (განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების) დასაწყობება მოხდება შტაბელებად, ღია ცის ქვეშ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე. (მოქ. კახა ბუმბეიშილისგან იჯარის ხელშეკრულებით აღებულ მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე). ამ ტერიტორიაზე სანიაღვრე წყლების არინების სისტემის მოწყობა დაგეგმილი არ არის, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ ტერიტორიაზე არ იგეგმება სახიფათო ნივთიერებების შემხველი მასალების განთავსება, ასევე განადგაურებას დაქვემდებარებული საბურავები არ წარმოადგენს სახიფათო ნარჩენებს, შესაბამისად სანიაღვრე წყლების დაბინძურებას ადგილი არ ექნება.

 

 

 

 

  1. საწარმოს ფუნქციონირების რეჟიმი

საწარმოს ბიზნეს-გეგმის მიხედვით საწარმოში დასაქმებული იქნება 20-მდე კაცი, მათ შორის უშუალოდ საწარმოო პროცესებში დაკავდება 16 კაცი. საწარმო იმუშავებს შემდეგი რეჟიმით:

  • წელიწადში 336 სამუშაო დღე;
  • ერთვლიანი სამუშაო დღე;
  • ცვლის ხანგრძლივობა 10 საათი

 

  1. დაგეგმილი საქმიანობისათვის საჭირო ბუნებრივი რესურსები

საწარმოს ექსპლუატაციის ფაზაზე საჭირო რესურს წარმოადგენს წყალი (წყლის მოხმარება საჭირო იქნება მხოლოდ   სასმელ-სამეურენო და სახანძრო მიზნებისათვის. ტექნოლოგიაში წყალი არ გამოიყენება)  რომლსაც საწარმო მიიღებს ტერიტორიაზე უკვე მოწყობილი შახტური ჭიდან. ასევე გამოყენებული იქნება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სხვა ბუნებრივ რესურსს საწარმო არ გამოიყენებსყენებს.

  1. ალტერნატიურლი ვარიანტები

სკოპინგის ანგარიშის მომზადება გულისხმოსბ ალტერნატიული ვარიანტების განხილვას. ალტერნატივების ანალიზი დაგეგმილი საქმიანობისათვის განხილული იყო შემდეგი ალტერნატიული ვარიანტები:

  • არაქმედების ალტერნატივა
  • საწარმოს განთავსების ალტერნატივები;
  • ტექნოლოგიური ალტერნატივები;
  • მწარმოებლურობის შემცირება/გადიდების ალტერნატივები;

     10.1 არაქმედების ალტერნატივა

არაქმედების ალტერნატივა ანუ ნულოვანი ვარიანტი გულისხმობს დაგეგმილ საქმიანობაზე უარის თქმას. საწარმოს  ამოქმედების გადაწყვეტილების გაუქმებას ან მის ლიკვიდაციას. პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში ადგილი არ ექნება ბუნებრივსა და სოციალურ გარემოზე იმ ნეგატიურ ზემოქმედებას, რაც მოსალოდნელია საწარმოს ექსპლუატაციის პერიოდში და როგორიცაა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებებისა და ხმაურის ემისიები, საწარმოო ნარჩენებით გარემოს დაბინძურება და სხვა, მიუხედავად ამისა, გარემოზე ზემოქმედების შეფასებამ გამოავლინა აღნიშნული პროექტის მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებთან მიმართებაში, კერძოდ:

  • შპს ,,ემარ’’-ის საწარმოს დაგეგმილი საქმიანობის სექტორს წარმოადგენს განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამუშავება (ნარჩენების აღდგენა) მეორადი ნედლეული მასალის მიღების მიზნით. ამდენად, საწარმო მიზნობრივი პროდუქტის მისაღებად გამოიყენებს მეორად ნედლეულად წოდებულ რეციკლირებად ნარჩენებს – მეორად საბურავებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საწარმო თავად განახორციელებს R3 – დან მესამე R -ს, ანუ რეციკლირებადი ნარჩენების გამოყენებას; გარდა ამისა ქვეყანაში გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადენს მეორადი საბურავების უკონტროლო მართვა, რომელიც ხვდება ღია გარემოში. აღნიშნული ნარჩენების გადამუშავებით პროდუქციის მიღებით მცირდება მათი მოხვედრის რისკფაქტორები ღია გარემოში.

 

  • შპს ,,ემარი“-ს საწარმოს საქმიანობა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ითვალისწინებს “საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების” გამოყენებას, ამიტომ ბუნებრივ გარმოზე ნეგატიური ზემოქმედება იქნება მინიმუმამდე დაყვანილი;
  • საწარმოს ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებულია 20-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რომელიც შეივსება ადგილობრივი მუშახელით, რაც მნიშვნელოვანი დადებითი ზემოქმედებაა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების თვალსაზრისით;
  • ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობის გათვალისწინებით საწარმო სოციალური ზემოქმედებაზე დადებით ხასიათს ატარებს;
  • საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში ადგილი ექნება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ შპს ,,ემარის’’ საწარმოს დაგეგმილი საქმიანობის განუხორციელებლობა, ანუ არაქმედების ვარიანტის არჩევანი ატარებს უარყოფით ხასიათს და შესაბამისად მიუღებელია.

ამდენად,  საწარმოს გაუქმებას მოჰყვება ბევრი არასასურველი უარყოფითი შედეგი.

ზემოთხსენებულიდან ჩანს, რომ საწარმოს ამუშავებას ბევრი დადებითი ზემოქმედება მოყვება  და უარყოფითად არ უნდა შეფასდეს.

 

10.2 საწარმოს განთავსების ალტერნატიული ვარიანტები

საწარმო განთავსებულია საწყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ნაკვეთის საერთო ფართობია 2016მ2. საკადასტრო კოდია: 29.12.31.093. აღნიშნული ტერიტორია შენობა-ნეგებობებით წარმოადგენდა შპს ,,რეზინების ტექნოლოგი’’-ის საკუთრებას. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა კომპანია შპს ,,ემარს’’.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საწარმოო შენობა-ნაგებობა, რომლის ფართობია: 432,56 მ2. საპროექტო ტერიტორია მოშანდაკებულია და შემოღობილია მავთულის ღობით. გარდა ზემოაღნიშნულისა კომპანიას იჯარის ხელშეკრულებით მოქ. კახა ბუმბეიშილისგან (ს/კ 53001051047) აღებული აქვს  მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. (საკ.კოდ: 29.12.31.254), რომელიც საწარმოს ექსპლუატაციისას გამოყენებული იქნება ნედლეულის ღია საწყობად (განადგურებას დაქვემდებარებული საბურავების შტაბელეაბდ დასაწყობებისათვის).

 

 

საწარმოს ირგვლივ მდებარეობს საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, მათ შორის: მოქ. მაკა ცქიტიშვილის უახლოესი საცხოვრებელი სახლი (საკადასტრო კოდი: 29.12.31.098,)  ჩრდილო-დასავლეთით საწარმოს შენობიდან არის დაშორებული 70მ მანძილზე. დასავლეთით საწარმოს ესაზღვრება 95მ მანძილის მოშორებით მოქ. მზია ხაჭაპურიძის საკარმიდამო ეზო და სახლი (საკადასტრო კოდი:  29.12.31.281). აღმოსავლეთით ესაზღვრება მოქ. კახა მუმბეიშვილის საცხოვრებელი ეზო და სახლი (საკ.კოდ: 29.12.31.254 ), რომელიც საწარმოო შენობიდან დაშორებულია 85 მ-ით. სამხრეთით  ესაზღვრება მანანა გეგეშიძის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასრტო კოდი:29.12.31.507) და 100მ მანძილზე  ირა ცუცქირიძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და  საცხოვრებელი სახლი (საკ. კოდი: 29.12.31.029). ასევე საწარმოს  შენობის სამხრეთით გადის ცენტრალური საავტომობილო გზა. გზიდან მანძილი საწარმოო შენობამდე შეადგენს 120 მ-ს.

წინასაპროექტო ეტაპზე საწარმოსთვის განკუთვნილი ტერიტორიის შერჩევის პროცესში  განხილული იყო საწარმოს განთავსების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, მათ შორის განიხილებოდა ობიექტის მოწყობა ქ. სატრედიაში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე, იჯარის ხელშეკრუელბით,  სხვა კერძო მიწებზე. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია სხვადასხვა სახის საწარმოო და სტრატეგიული  ობიექტები, კუმულაციური ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული ალტერნატივის განხილვა უარყოფილი იქნა კომპანიის მიერ. ამასთან, ტერიტორიის შერჩევისას მხედველობაში მიღებულ იქნა მანძილი დასახლებულ პუნქტთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ შესყიდულ იქნა მიწა, რომელიც თავისუფალია ხემცენარეებისგან, არ არის მჭიდროდ დასახლებული,  არ შედის ტყის ფონდსა და დაცული ტერიტორიების ფარგლებში, არ ესაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის არცერთ ძეგლს. ამასთან საწარმოსთან გადის ცენტრალური საავტომობილო გზა და არ საჭიროებს დამატებითი სამუშაოების განხორციელებას. ზემოაღნიშნული ფაქტორების მხედველობაში მიღების შედეგად, შეირჩა დოკუმენტში განხილული მიწის ნაკვეთები,

საბოლოო არჩევანი განაპირობა შემდეგმა:

  • საწარმო დაგეგმილ საქმიანობას განახორციელებს არსებული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური ხაზის ბაზაზე, ამიტომ ახალი საწარმოს შემადგენელი ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის არსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოები გათვალისწინებული არ არის.
  • საწარმოს ტერიტორიიდან უახლოეს საცხოვრებელ სახლებამდე მანძილი შეადგენს 25 მ-ს, მაგრამ ბიზნეს გეგმის შესაბამისად ნარჩენების დამუშავების ტექნოლოგიური სქემა ითვალისწინებს განსახილველი ტიპის საწარმოო ობიექტების მიმართ თანამედროვე მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, შესაბამისად საწარმოს საქმიანობა ითვალისწინებს „საუკეთესო ტექნოლოგიების” გამოყენებას როგორც ეკონომიკური მახასითებლების მიხედვით, ასევე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. ამიტომ, გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედება ნაკლებადაა მოსალოდნელი;

 

  • ტერიტორია გამოირჩევა მაღალი ტექნოგენური და ანთროპოგენური დატვირთვით, რის გამოც ჩამოყალიბებულია ტიპიური ტექნოგენური ლანდშაფტი და ახალი აუთვისებელი ტერიტორიების გამოყენება საჭიროებას არ წარმოადგენს;
  • საწარმოს მოწყობის სამუშაოები არ ესაჭიროება, ექსპლუატაციის პროცესში მცენარეული საფარის განადგურებას ადგილი არ ექნება და ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედება არ იქნება მნიშვნელოვანი;
  • საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების რისკი ტერიტორიაზე არ ფიქსირდება;
  • სატრანსპორტო მაგისტრალების სიახლოვე განაპირობებს ნედლეულის და მზა პროდუქციის ტრანსპორტირების ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას;
  • ტერიტორიაზე უკვე არსებობს საწარმოო ობიექტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა: მისავლელი გზები, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, ელექრომომარაგების სისტემები და სხვა;
  • საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების განსაზღვრა განხორციელდა აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით. ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საწარმოს ექსპლუატაციისათვის შერჩეული ტერიტორია ოპტიმალურია და სწორი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის პირობებში, გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედება ნაკლებადაა მოსალოდნელი.
    • ტექნოლოგიური ალტერნატივები

 

საწარმოს ნარჩენების დამუშავების ტექნოლოგიური სქემა ითვალისწინებს განსახილველი ტიპის საწარმოო ობიექტების მიმართ თანამედროვე მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, შესაბამისად საწარმოს საქმიანობა ითვალისწინებს „საუკეთესო ტექნოლოგიების” გამოყენებას გარემოსდაცვითი თვალსაზრისით და ეკონომიკური მახასითებლების მიხედვით, ამიტომ სხვა ტექნოლოგიური ალტერნატივების განხილვა არ მომხდარა.

10.4 მწარმოებლურობის, დატვირთვის შემცირება/გადიდების ალტერნატივები

დანადგარების წარმადობის გათვალისწინებით საწარმოს მაქსიმალური წარმადობაა: 6048 ტ/წლ-ში რეზინის  ფხვნილის წარმოება; ხოლო საწარმოს სამუშაო რეჟიმის (წელიწადში- 336 სამუშაო დღე, ერთცვლიანი სამუშაო დღე, ცვლის ხანგრძლივობა 10 საათი) საწარმოს წარმადობისა და დატვირთვის შეფასების მიზნით განხორციელებულია სპეციალური გამოკვლევები, შეფასებულია ზოგადად ქვეყანაში და რეგიონში არსებული მოთხოვნები. შერჩეული წარმადობა ეყრდნობა და სრულად შეესაბამება ჩატარებული კვლევის შედეგებს; ამიტომაც, არსებულ პირობებში საწარმოს წარმადობის ცვლილება, მისი შემცირების ან ზრდის თვალსაზრისით მოსალოდნელი არ არის. წარმოების მოცულობის ზრდა დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან დადებით სოციალურ ეფექტთან, კერძოდ, დამატებითი მუშახელის დასაქმებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

 

  1. ზოგადი ინფორმაცია გარემოზე შესაძლო ზემოქმედების და მისი სახეების შესახებ, რომლებიც შესწავლილი იქნება გზშ-ის პროცესში

 

სკოპინგის ანგარიშის მიზანია დადგინდეს როგორი და რა მნიშვნელობის ზეგავლენის მოხდენა შეუძლია დაგეგმილ საქმიანობას ფიზიკურ, ბიოლოგიურ და სოციალურ მდგომარეობაზე.  დოკუმენტის მომზადების პორცესში შესწავლილი იქნება  საწარმოს ექსპლუატაციის პიროებში ტექნოლოგიური და ტექნიკური პარამეტრები, გარემოს არსებული ფონური მდგომარეობა, გაანალიზდება გარემოზე შესაძლო ზეგავლენის წყაროების სახეები, მათი ზემოქმედების მასშტაბები და გავრცელების არეალი. გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოსალოდნელი ზემოქმედება შეიძლება გამოიხატოს ობიექტის ექსპლუატაციის ეტაპზე. გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასებისადმი ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად სკოპინგის ანგარიში მოიცავს ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა:

  • გარემოსდაცვითი, სოციალური, შრომის, ჯანდაცვის, უსაფრთხოების რისკები და ზემოქმედება;
  • რისკები და ზემოქმედება, წარმოქმნილი პროექტის განხორციელების ძირითად ეტაპებზე – საწარმოს ექსპლუატაცია.

 

საწარმოს საქმიანობის გარემოზე შესაძლო ზემოქმედების სახეებია:

  • ზემოქმედება ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე;
  • ხმაურის გავრცელებასთან დაკავშირებული ზემოქმედება;
  • ზემოქმედება გეოლოგიურ გარემოზე – გეოლოგიური გარემოს სტაბილურობის დარღვევა, ზემოქმედება ნიადაგებზე, საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკები;
  • ზემოქმედება ზედაპირულ წყლებზე;
  • ზემოქმედება მიწისქვეშა/გრუნტის წყლებზე;
  • ვიზუალურ-ლანდშაფტური ზემოქმედება;
  • ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე (ფლორა, ფაუნა, დაცული ტერიტორიები);
  • ნარჩენების წარმოქმნით და გავრცელებით მოსალოდნელი ზემოქმედება;
  • ზემოქმედება კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე;
  • ზემოქმედება სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე:
  • შესაძლო დემოგრაფიული ცვლილებები;
  • ზემოქმედება მიწის საკუთრებასა და გამოყენებაზე;
  • დასაქმება და მასთან დაკავშირებული ზემოქმედებები;
  • ზემოქმედება სატრანსპორტო ნაკადებზე
  • ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები;
  • კუმულაციური ზემოქმედება

 

 

  1. ზემოქმედება ატმოსფერულ ჰაერის ხარისზე

ბიზნეს-გეგმის მიხედვით, ახალი კომპანია დაგეგმილ საქმიანობას განახორციელებს არსებული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური ხაზის ბაზაზე, ამიტომ ახალი საწარმოს შემადგენელი ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის არსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოები გათვალისწინებული არ არის. ასევე არ არის გათვალისწინებული ახალი (დამატებითი) დანადგარების სამონტაჟო სამუშაოები. საწარმოს ექსპლუატაციისათვის ძირითადად გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოების ორგანიზება: დანადგარების გამოცდა-დარეგულირება; საცდელი წარმოება; მომსახურე პერსონალის მომზადება და სხვა.

ამრიგად, ჩასატარებელი სამუშაოების მცირე მასშტაბების და სპეციფიკის გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე ნეგატიური ზემოქმედება არ იქნება მნიშვნელოვანი.

საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის საფუძველია საწარმოდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა სპეციალური გამზომ–საკონტროლო აპარატურის გამოყენებით, ხოლო გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდის საფუძველია საწარმოდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით. საწარმოს ემისიების გაანგარიშება შესრულებულია საწარმოს მაქსიმალური დატვირთვის პირობებისათვის საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს გაფრქვევის რაოდენობის დადგენას ხვედრითი გაფრქვევის კოეფიციენტების მიხედვით მოქმედ ნორმატიულ და საცნობარო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. ობიექტის ოპერირების სტადიაზე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფის სტაციონარულ წყაროებს წარმოადგენენ მეორადი საბურავების გადამამუშავებელი ტექნოლოგიური დანადგარები.

როგორც აღინიშნა ტექნოლოგიური ხაზის ფუნქციონირებისთვის საჭიროა მხოლოდ ელ. ენერგიის გამოყენება. შესაბამისად საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში წვის პროდუქტების ან სხვა მავნე ნივთიერებების ემისიები მოსალოდენელი არ არის. ერთადერთი ემისიის სახე, რაც შეიძლება საბურავების გადამუშავების დროს წარმოიქმნას ეს არის არაორგანული მტვერი. ნარჩენების მექანიკური დამუშავების (დაქუცმაცების) დანადგარის მუშაობისას სამუშაო ზონაში გამოიყოფა შეწონილი ნაწილაკები (მტვერი).

საწარმო ექსპლუატაციის დროს დანადგარები არ გამოყოფს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებებს, რადგან როგორც აღინიშნა დანადგარები იმუშავებს ელექტრო ენერგიაზე და წვის პორცესი არ  მიმდინარეობს.

საბურავების გადამუშავების დროს საბოლოო პროდუქტის მიღებისას  ატმოსფერულ ჰაერში გამოიყოფა შეწონილი ნაწილაკები, რომლის  მახასიათებელი სიდიდე მოცემულია ცხრილში N3

ცხრილი N 3

 

 

კოდი

 

მავნე ნივთიერებათა

დასახელება

ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია მგ/მ3 მავნე ნივთიერებათა საშიშროების კლასი
მაქსიმალური ერთჯერადი საშუალო დღე–ღამური
2902

 

შეწონილი ნაწილაკები 0,5 0,15 3

 

საწარმოში მოცემული ტექნოლოგიური ხაზის მაქსიმალური წარმადობაა 3ტ/სთ-ში ნედლეულის გადამუშავება. ე.ი მწყობრიდან გამოსული საბურავების გადამუშავების შედეგად  საბოლოო პროდუქტის სახით მიიღება (საწყისი ნედლეულის  დაახლოებით 60%)   1800 კგ/სთ-ში, ანუ  1800 კგ/სთ x103/3600 =500 გ/წმ რეზინის ფხვნილი.

მეთოდური წყაროებიდან დგინდება რომ საბურავების გადამუშავების დროს  ხდება მტვრის ნაწილაკების გამოყოფა საბოლოო პროდუქტის (რეზინის ფხვილის) საერთო მოცულობიდან 0,15%-ის რაოდენობით, შესაბამისად საბურავების გადამუშავების დროს შეწონილი ნაწილაკების გაფრქვევის  ინტენსივობა ტოლი იქნება:

       М2902 = 500გ/წმ x 0,15  x 10-2 = 0.75გ/წმ

მეთოდური მითითების  (დანართი 117-ის) შესაბამისად გამწოვი სისტემის არ არსებობის შემთხვევაში გამოიყოფა გაფრქვევის მნიშვნელობის შემასწორებელი კოეფიციენტი 0,4

                         М2902 = 0,4  x 0.75 გ/წმ  = 0.3გ/წმ

წლიური გაფრქვევა მუშაობის დროის გათვალისიწნებით (10სთ/დღ. 336 სამუშაო დღე წელ)   ტოლი იქნება

                 

G2902 = 0.3x (3600x10x336)/106  =  3,62 ტ/წელ

  საბურავების გადამუშავების  შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული შეწონილი ნაწილაკების რაოდენობა იქნება 3,62 ტ/ წელ და  0,3 გ/წმ.

 

  1. ხმაურის გავრცელება და ზემოქმედება

საწარმოს  მუშაობას თან სდევს ხმაურის წარმოქმნა და გავრცელება, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს გარემოზე და ადამიანებზე. საწარმოს ექსპლუატაციის პერიოდში ხმაურის გავცელების ძირითად წყაროებს წარმოადგენს საბურავების  გადამუშავების ტექნოლოგიური ხაზი, რომლის ხმაურის ჯამური დონე  შეადგენს 60 დბა-ს, გარდა ამისა პერიოდულად მოხდება სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება საწარმოს ნედლეულით მომარაგების და პროდუქციის საწარმოო ტერიტორიიდან გატანის დროს, ტრანპსორტირების მიზნით გამოყენებული იქნება სატვირთო ავტომობილი,  რომლის ხმაურის დონე იქნება  70 დბა-ს.

    ხმაურის დონის გაანგარიშებისას დაშვებულია ხამურის ორივე წყაროს მუშაობა ერთდოულად.

საანაგრიშო წერტილში ბგერითი წნევის ოქტავური დონეები გაიანგარიშება ფორმულით:

Lpi = Lp -151 lgr = 101 lgL –  -10 lg Ω

სადაც,

Lp-ხმაურის წყაროს სიმძლავრის ოქტავური დონე;

Փ – ხმაურის  წყაროს მიმართულების  ფაქტორი, უგანზომილებო, განისაზღვრება ცდის საშუალებით იცვლება 1-დან 8-მდე ბგერის გამოსხივების სივრცით კუთხესთან დამოკიდებულებით;

r- მანძილი ხმაურის წყაროდან საანგარიშო წერტილამდე;

Ω- ბგერის გამოსხივების სივრცითი კუთხე, რომელიც მიიღება Ω= -სივრცეში განთავსებისას; Ω=2 – ტერიტორიის ზედაპირზე განთავსებისას; Ω= – ორ წიბოიან კუთხეში; Ω= -სამ წიბოიან კუთხეში;

β a – ატმოსფეროში ბგერის მილევადობა (დბ/კმ) ცხრილური მახასიათებელი.

ოქტავური ზოლების საშუალო გეომეტრიული სიხშირეები,  ჰც 63 125 250 500 1000 2000 4000 8000
β a   დბ/კმ 0 0,3 1,1 2,8 5,2 9,6 25 83

 

 

 

 

ხმაურის წარმოქმნის უბანზე ხმაურის წყაროების დონეების შეჯახება ფორმულით

(2)

სადაც:  Lpi-არის i- ური ხმაურის წყაროს სიმძლავრე.

გათვლების შესასრულებლად გაკეთებულია შემდეგი  დაშვებები:

  1. თუ ერთ უბანზე განლაგებულ რამოდენიმე ხმაურის წყაროს შორის მანძილი გაცილებით ნაკლებია საანგარიშო წერტილამდე მანძილისა, წყაროები გაერთიანებულია ერთ ჯგუფში. მათი ჯამური ხმაურის დონე დათვლილია ფორმულით:
  2. ერთ ჯგუფში გაერთიანბეული წყაროების ხმაურის ჯამური დონის გავრცელების შესაფასებლად სანგარიშო წერტილამდე მანძილი აღებულია  მათი გეომეტრიული ცენტრიდან დაშორება (საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს უმოკლესი მანძილი საცხოვრებელ სახლამდე  შეადგენს  25 მ-ს)
  3. სიმარტივისათვის გათვლები შესრულებულია ბგერის ექვივალენტური დონეების (დბა) და ატმოსფეროში ბგერის სიჩქარის კოეფიციენტად აღებულია მისი ოქტავური მაჩვენებლის გასაშუალებული სიდიდე : β a საშ = 10,5დბ/კმ

მოცემულობის მე-2-ე  ფორმულაში  ჩასმით  მივიღებთ საწარმოო ტერიტორიაზე მოქმედი ხმაურის წყაროების ერთდოული მუშაობის შედეგად გამოწვეული ხმაურის  მაქსიმალურ ჯამურ დონეს, ანუ ხმაურის დონეს გენერაციის ადგილას:

= 10 lg(100.1 X60 +100.1X70) = 70დბა

 

 

საანგარიშო წერტილად განისაზღვრა საწარმოო ტერიტორიის ჩრდილო- აღმოსავლეთით დაახლოებით 25 მ მანძილზე დაშორებით არსებული საცხოვრებელი

 

სახლი. საწარმოს ფუნქციოირების შედეგად გამოწვეული ხმაურის დონე გაიანგარიშება პირველი ფორმულით:

Lpi = Lp -151 lgr = 101 lgL –  -10 lg Ω = 70 -15xlg25+10xlg2-10.5×25/1000-10xlg2π =45 დბა

 

საწარმოში მომუშავე ტექნოლოგიური დანადგარები განთავსებულია რკინა-ბეტონის კონსრტუქციის მქონე დახურულ შენობაში, რომელიც თავის მხრივ ხმაურის დონის გავრცელაბს ამცირებს მინიმუმ 10-15 დბა-ით.

გაანგარიშებიდან ჩანს, რომ საქმიანობის  განხორციელების პროცესში უახლოეს საცხოვრებელ სახლთან ხმაურის მოსალოდნელი დონეები იქნება ნორმატიული დოკუმენტით დაშვებულ დონეზე გაცილებით დაბალი. რაც შეეხება საწარმოში მომუშავე

ადამიანებზე ხმაურის დონის შესამცირებლად, საჭიროების შემთხვევაში  გამოყენებული იქნება  სმენის დამცავი ინდივიდუალური საშუალებები.

ხმაური ინტენსივობის მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად:

 

პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი ხმაური, რომლის ინტენსივობა აღწევს 80 დბ-ს. ასეთი ინტენსივობის ხმაური ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის.

მეორე ჯგუფს მიაკუთვნებენ ისეთ ხმაურს, რომლის ინტენსივობა მერყეობს 80-დან 135 დბ. ერთი დღეღამის და მეტი დროის განმავლობაში, ასეთი ხმაუ¬რის ზემოქმედება იწვევს ადამიანის სმენის დაქვეითებას, ასევე შრომის-უნარიანობის დაწე¬ვას 10-30%-ით.

მუდმივ სამუშაო ადგილებში ბგერითი წნევებისა და ხმის წნევის დასაშვები დონეები მოცემულია ცხრილ 5-ში

ხმაური, რომლის ინტენსივობა მეტია 135 დბ მიეკუთვნება მესამე ჯგუფს და ყველაზე სახიფათოა. ასეთ ხმაურს იწვევს აირტურბინული გენერატორები (კონტეინერების გარეშე). 135 დბ-ზე მეტი ხმაურის სისტემატური ზემოქმედება (8-12 საათის განმავლობაში) იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას, შრომის ნაყოფიერების მკვეთრ შემცირებას. ასეთ ხმაურს შეუძლია გამოიწვიოს ლეტალური შემთხვევებიც.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და მათი განაშენიანების ტერიტორიებზე მოცემულია დანართი N1-ში

დანართი 1.

# სათავსებისა და ტერიტორიების გამოყენებითი ფუნქციები დასაშვები ნორმები
Lდღე (დბA) Lღამე (დბA)
დღე ღამე
1. სასწავლო დაწესებულებები და სამკითხველოები 35 35 35
2. სამედიცინო დაწესებულებების სამკურნალო კაბინეტები 40 40 40
3. საცხოვრებელი და საძილე სათავსები 35 30 30
4. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების სამკურნალო და სარეაბილიტაციო პალატები 35 30 30
5. სასტუმროების/ სასტუმრო სახლების/ მოტელის ნომრები 40 35 35
6. სავაჭრო დარბაზები და მისაღები სათავსები 55 55 55
7. რესტორნების, ბარების, კაფეების დარბაზები 50 50 50
8. მაყურებლის/მსმენელის დარბაზები და საკრალური სათავსები 30 30 30
9. სპორტული დარბაზები და აუზები 55 55 55
10. მცირე ზომის ოფისების (≤100 მ ) სამუშაო სათავსები და სათავსები საოფისე ტექნიკის გარეშე 40 40 40
11. დიდი ზომის ოფისების (≥100 მ ) სამუშაო სათავსები და სათავსები საოფისე ტექნიკით 45 45 45
12. სათათბირო სათავსები 35 35 35
13. ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან დაბალსართულიან (სართულების რაოდენობა ≤6) საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საბავშვო და სოციალური მომსახურების ობიექტებს 50 45 40
14. ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს (სართულების რაოდენობა >6), კულტურულ, საგანმათლებლო, ადმინისტრაციულ და სამეცნიერო დაწესებულებებს 55 50 45
15. ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან სასტუმროებს, სავაჭრო, მომსახურების, სპორტულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს 60 55 50

შენიშვნა:

  1. იმ შემთხვევაში, თუ როგორც შიდა, ისე გარე წყაროების მიერ წარმოქმნილი ხმაური იმპულსური ან ტონალური ხასიათისაა, ნორმატივად ითვლება ცხრილში მითითებულ მნიშვნელობაზე 5 დბ A-ით ნაკლები სიდიდე.
  2. აკუსტიკური ხმაურის ზემოაღნიშნული დასაშვები ნორმები დადგენილია სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებისთვის, ანუ, როცა სათავსში დახურულია კარები და ფანჯრები (გამონაკლისია ჩაშენებული სავენტილაციო არხები), ჩართულია ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ამასთან, ფუნქციური (ფონური) ხმაური (მაგ., ჩართული მუსიკა, მომუშავეთა და ვიზიტორთა საუბარი) გათვალისწინებული არ არის.

დანადგარების მიერ შექმნილი ბგერითი წნევის დონეები (L) განისაზღვრება ფორმულით:

L=Lp-20lgr –bar/1000-8დბ                                        (2.2)

სადაც:L

Lp არის საშრობი დოლისა და სხვა მოწყობილობების მიერ გამოწვეული ბგერითი წნევის დონე, დბ. საწარმოს პირობებისათვის ის შეადგენს 70 დბ-ს.

r  _ მანძილია წყაროდან მოცემულ ადგილამდე

ba _ ატმოსფეროში ხმის ჩახშობის სიდიდეა დბ/კმ და მოცემულია ქვემოთ ცხრილ 4-ში

ატმოსფეროში ხმის ჩახშობის სიდიდე

ცხრილი 4.

ოქტანური ზოლების საშუალო გეომეტრი-ული სიხშირე 63 125 250 500 1000 2000 4000 8000
ხმისდახშობა დბ/კმ 0 0.7 1.5 3 6 12 24 48

 

ფორმულა 2.2.-ში მნიშვნელობების ჩასმის შემდეგ r – მანძილისათვის მიიღება ბგერითი სიმძლავრის დონეები იხ. ცხრილ N5-ში.

 

 

 

 

 

 

ცხრილიN5

ბგერითი სიმძლავრის დონეები

გარდა ამისა ბგერის გავრცელების სიჩქარე დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურასა და ქარის სიჩქარეზე, ხოლო ბგერის ჩახშობა განისაზღვრება ადგილის რელიეფით და ჰაერის ტენიანობით. ყოველივე აღნიშნული გათვალისწინებული იქნება აკუსტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავების დროს.

ტექნოლოგიიდან გამომდინარე წინასწარი შეფასებით, საწარმოო ობიექტისაგან მოსალოდნელი ხმაური არ აღემატებოდეს დასაშვებ ნორმატივებს ახლომდებარე მოსახლეობისათვის, რადგან ხმაურის გამომწვევი დანადგარები განთავსებულია დახურულ შენობაში (რომელიც საგრძნობლად ამცირებს მის სიდიდეს), ის წარმოადგენს დამცავ ფარს მის შემცირებისათვის. როგორც ცხრილი 3-დან ჩანს, ხმაურის დონე საწარმოდან 50 მეტრში ნორმაზე ნაკლებია, ის არ აღემატება დასაშვებ ნორმებს როგორც დღის საათებისათვის, ასევე ღამის საათებისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  საწარმოს ფუნციონირებისას წარმოქმნილი   ხმაური უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს გარემოზე და ადამიანზე.

 

  1. ზემოქმედება გეოლოგიურ გარემოზე – გეოლოგიური გარემოს სტაბილურობის დარღვევა, ზემოქმედება ნიადაგებზე, საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკები;

ზემოქმედების შეფასება განხორციელდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ეროზია და გეოსაფრთხეები;
  • ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განადგურება;
  • ნიადაგის/ გრუნტის დაბინძურება

საწარმოს დაგეგმილი საქმიანობა პრაქტიკულად არ უკავშირდება გეოსაფრთხეების გამომწვევ რისკებს და ნორმალური ოპერირების პირობებში ნაკლებად მოსალოდნელია როგორც ადგილობრივი გეოლოგიური გარემოს დესტაბილიზაცია,.საწარმოს განთავსების ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ რაიმე მნიშვნელოვანი სახის საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების ნიშნები არ აღინიშნება. ტერიტორიაზე არ არის დაგეგმილი მიწის სამშენებლო სამუშოების ჩატარება, კეთილმოწყობის სამუშეობის ჩატარება, რაც გამორიცხავს გეოლოგიური მოვლენების რისკს. გათვალისიწნებული არ არის ახალი შენობის აშენება.

საწარმოს ოპერირების ეტაპზე ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განადგურება-დაბინძურების რისკები ძალზედ დაბალია.

საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე ნიადაგის/გრუნტის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს: ტექნიკის ან სატრანსპორტო საშუალებებიდან ნავთობპროდუქტების ავარიულმა დაღვრამ/გაჟონვამ;  სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების არასწორმა მართვამ. მიზანმიმართული გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და შემარბილებელი ღონისძიებების შესრულების პირობებში ნაკლებად მოსალოდნელია ადგილობრივი გეოლოგიური გარემოს დესტაბილიზაცია, ძალზედ დაბალია ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განადგურება და ბინძურების რისკები და ნიადაგის/გრუნტის ხარისხზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

 

  1. ზემოქმედება ზედაპირულ, მიწიქვეშა/გრუნტის წყლებზე

საპროექტო ტერიტორიიდან უახლოესი ზედაპირული წყლის ობიექტი არ ფიქსირდება,   შესაბამისად მისი დაბინძურებაც გამორიცხულია. ამასთანავე საწარმოში წარმოქმნილი სამეურენო-ფეკალური ჩამდინარე წყლები შიდა საკანალიზაციო სისტემით ჩაშვებული იქნება საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილი ბეტონირებულ ორგანყოფილებიან

საკანალიზაციო ორმოში, რომლის მოცულობაა 15მ3. სამეურნეო-ფეკალური წყლების გატანა მოხდება ასენიზააციის მანქანით ხელშეკრულების საფუძველზე.

ნიადაგის და გრუნტების დაბინძურების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან საწარმოო პროცესი არ გამოიყენება ისეთი ნივთიერებები, რომელიც გამოიწვევს ნიადაგისა და გრუნტის დაბინძურებას. მით უმეტეს საწარმოო პროცესი მიმდინარეობს მთლიანად დახურულ  შენობაში.

მიწისქვეშა წყლების დაბინძურების რისკები საწარმოს ტერიტორიიდან არ არსებობს, რადგან საწარმოო პროცესის მიმდინარეობის დროს გამოიყენება მხოლოდ ისეთი ნედლეული და მასალები, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას.

საწარმოში  ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს დახურულ  შენობაში და ტერიტორიაზე სანიაღვრე წყლების დაბინძურების წყაროები პრაქტიკულად არ არსებობს.

ასევე საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისათვის არ იწარმოება არავითარი მშენებლობა, რადგან ის მთლიანად განთავსებული იქნება უკვე არსებულ შენობაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანმიმართული გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების შესრულების პირობებში, ზედაპირული წყლის გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

 

  1. ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე (ფლორა, ფაუნა, დაცული ტერიტორიები);

პირდაპირი ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე გამოიხატება ფლორისა და ხე მცენარეული საფარის სახეობრივი და რაოდენობრივი შემცირებია, ცხოველთა სამყაროს შეშფოთებია, მათი საცხოვრებელი პირობების გაუარესებაზე.

საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან და საწარმოს განთავსების  ტერიტორიის ფარგლებში არსებული ფონური მდგომარეობიდან  გამომდინარე ზოგიერთი  სახის ზემოქმედებები განხილვას საერთოდ არ ექვემდებარება: დაცულ ტერიტორიებზე  და ისტორიულ /არქეოლოგიურ ძეგლებზე ნეგატიური ზემომქედების  შესაძლებლობა.

16.1 ზემოქმედება დაცულ ტერიტორიებზე

საწარმოს განკუთვნილი ტერიტორიიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს – კოლხეთის დაცული ტერიტორია, რომელიც საზღვარი საწარმოო ტერიტორიიდან დიდი მანძილითაა დაშორებული. საწარმოს სფეციფიკიდან და სიმძლავრეებიდან გამომდინარე შემოთავაზებული მდებარეობა არ ახდენს უარყოფით გავლენას დაცულ ტერიტორიებზე.

 

16.2.  ზემოქმედება კულტურულ მემკვიდრეობაზე

ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს განთავსების ადგილზე არ არის მიწისზედა ძეგლები (ისტორიული მნიშვნელობის აქტივები ან ნაგებობები). ასევე საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისათვის არ იწარმოება არავითარი მშენებლობა, რადგან ის მთლიანად განთავსებული იქნება უკვე არსებულ შენობაში.

16.3 ზემოქმედება ცხოველთა სამყაროზე

საწარმოს განთავსების ტერიტორია არ გამოირჩევა ცხოველთა მრავალფეროვნებით, რაც პირველ რიგში საწარმოს ადგილმდებარეობის სპეციფიკით არის გამოწვეული, კერძოდ ის მდებარეობს სოფლის დასახლებულ ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ზოგადად  მოსალოდნელია გარკვეული სახის ნეგატიური ზემოქმედებები, განსაკუთრებით ფრინველებზე.

ცხოველთა სამყაროზე ზემოქმედების სახეებიდან აღსანიშნავია ღამის საათებში განათებულობის ფონის შეცვლასთან დაკავშირებული ზემოქმედება – ფრინველთა დაფრთხობა, რისი თანმდევი შესაძლოა იყოს მათი დეზორიენტაცია და დაშავება. თუმცა იმ ფონზე, რომ ამ მიმართულებით საწარმოს სპეციპიკიდან და იმის გათვალისწინებით, რომ არ არის მაღალი სიმაღლის ობიექტები, ამიტომ მისი როლი ზემოქმედების მასშტაბურობაში ძალზედ მცირეა.

საერთო ჯამში საწარმოს ექსპლუატაციის ფაზებზე ცხოველთა სამყაროზე ზემოქმედების მნიშვნელობა შეიძლება შეფასდეს, როგორც დაბალი. ზემოქმედების მასშტაბის კიდევ უფრო შემცირებისთვის საჭიროა ნარჩენების სათანადო მენეჯმენტი, გრუნტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტურად გატარება.

16.4 ზემოქმედება მცენარეთა საფარზე

საწარმოს განთავსების ტერიტორია წარმოადგენს სოფლის დასახლებულ ტერიტორიას და ამდენად არ გამოირჩევა მცენარეთა მრავალფეროვნებით, რაც პირველ რიგში საწარმოს ადგილმდებარეობის სპეციფიკით არის გამოწვეული. თვით საწარმოს ტერიტორიაზე არ გამოირჩევა მცენარეული საფარით. ფიქსირდება მხოლოდ რამოდენიმე მრავალწლიანი ხე-მცენარე. რადგან სახიფათო ნარჩენების დროებითი განთავსების ტერიტორია განთავსებული იქნება უკვე არსებულ შენობაში, ბუნებრივია საწარმოს არავითარი ზეგავლებნა ექნება მცენარეულ საფარზე როგორც მისი მონტაჟის, ასევე ფუნქციონირების ეტაპზე.

საწარმო განთავსებულია  ათვისებულ ტერიტორიაზე, წლების წინ აშენებულ შენობა-ნაგებობაში. ამდენად,  მისი ფუნქციონირება  ლანდშაფტზე რაიმე გავლენას ვერ იქონიებს.  საწარმოს  მიმდებარედ, თავისუფალ ტერიტორიაზე  დარგულია და ხარობს სხვა და სხვა სახეობის ხემცენარეები, ასევე გავრცელებულია სარეველა მცენარეები. საწარმოს განთავსების ტერიტორიაზე  არ არის დაფიქსირებული გარეული ცხოველების არსებობა.

საწარმოს ფუნქციონირება არ არის დაკავშირებული მშენებლობასთან, ახალი ტერიტორიის ათვისებასთან. არ იგეგმება ხეების მოჭრა ან ისეთი სამუშაოები, რომლებიც გავლენას მოახდენს  მცენარეთა საფარზე. ტექნოლოგიური დანადგარები მოთავსებულია  შენობის შიგნით, მუშაობა მიმდინარეობს მხოლოდ დღის საათებში, ამდენად, ბიომრავალფეროვნებაზე საწარმოს ფუნქციონირება რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ზემოაღნიშნულიდან გათვალისწინებით გამორიცხულია ბუნებრივ ლანდშაფტზე, ფლორასა და ფაუნაზე  დამატებითი უარყოფითი გავლენის მოხდენა.

საწარმოს ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს არ აღინიშნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ტყით დაფარული ტერიტორია და წითელი ნუსხის სახეობები.

ამრიგად, არ განიხილება დაცულ ტერიტორიებზე ზემოქმედების საკითხი. აღნიშნულის გათვალისწინებით ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების რისკები ძალზედ დაბალია

  1. ნარჩენების წარმოქმნის და მართვის შედეგად მოსალოდნელი ზემოქმედება, ნარჩენებით გარემოს დაბინძურების რისკები

17.1 ზოგადი მიმოხილვა

საწარმოს საქმიანობის პროცესში მოსალოდნელია სხვადასხვა სახეობის ნარჩენების წარმოქმნა, მათ შორის უმეტესობა წარმოადგენს არასახიფათო ნარჩენებს  ნარჩენების მართვის პირობების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს რიგი უარყოფითი ზემოქმედებები გარემოს სხვადასხვა რეცეპტორებზე, ასე მაგალითად: ნარჩენების მართვის პირობების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს რიგი უარყოფითი ზემოქმედებები გარემოს სხვადასხვა რეცეპტორებზე, ასე მაგალითად:

  • ნარჩენების არასწორ მართვას (წყალში გადაყრა, გარემოში მიმოფანტვა) შესაძლოა მოყვეს წყლის და ნიადაგის დაბინძურება, ასევე სანიტარული მდგომარეობის გაუარესება და უარყოფითი ვიზუალური ცვლილებები;
  • შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ცხოველთა სახეობებზე და ა.შ.);
  • ლითონის ან სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენების არასათანადო ადგილას განთავსება შესაძლოა გახდეს გზების ჩახერგვის მიზეზი, შესაძლოა გამოიწვიოს ეროზიული პროცესები და ა.შ.

საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების მართვის პირობები გაწერილია შემდგომ პარაგრაფებში.

 

17.2 ძირითადი მიზნები და ამოცანები

ნარჩენების მართვის პროცესის ძირითადი ამოცანებია:

  • ნარჩენების იდენტიფიკაციის უზრუნველყოფა, მათი სახეების და საშიშროების კლასების მიხედვით;
  • ნარჩენების სეგრეგირებული შეგროვების უზრუნველყოფა, მათი დროებითი განთავსებისათვის საჭირო პირობების დაცვა, რათა გამოირიცხოს ნარჩენების მავნე ზემოქმედება გარემოზე და ადამიანთა ჯანმრთელობაზე;
  • ნარჩენების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა, რომლის დროსაც გამორიცხული უნდა იქნას ნარჩენების გაფანტვა, დაკარგვა, ავარიული სიტუაციების შექმნა, გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება;
  • გაუვნებლობის, გადამუშავების ან უტილიზაციის დროს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი მეთოდების გამოყენება;
  • ნარჩენების რაოდენობის შემცირება;
  • ნარჩენების მეორადი გამოყენება;
  • ნარჩენების მართვაზე პერსონალის პასუხისმგებლობის განსაზღვრა;
  • საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების აღრიცხვის უზრუნველყოფა.

 

17.3 პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვის პროცესში

საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია:

  • ნარჩენების საინვენტარიზაციო უწყისის დამტკიცებაზე;
  • ნარჩენების მართვისათვის საჭირო მოწყობილობით, რესურსით და ინვენტარით საწარმოს უზრუნველყოფაზე;
  • საწარმოს საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების მართვის პროცესში საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვაზე.

საწარმოს პერსონალი, რომელიც დაკავებულია ნარჩენების მართვის სფეროში პასუხისმგებელია:

  • ნარჩენების შენახვის, უტილიზაციის, ტრანსპორტირების და სხვა პირობების, შეუსრულებლობაზე;
  • არასანქცირებულ ადგილებში ნარჩენების განთავსებაზე;
  • ნარჩენების წარმოქმნის, გადამუშავების, გამოყენებისა და განთავსების ნორმების, წესების და აღრიცხვის დარღვევაზე;
  • ნარჩენების მართვის თაობაზე არასრული, არასწორი დოკუმენტაციის (ინფორმაციის) მიწოდებაზე ან ამ ინფორმაციაზე მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაზე;
  • ნარჩენების გადაცემაზე შესაბამისად გაფორმებული დოკუმენტაციის გარეშე;
  • ნარჩენების მართვის პირობების შეუსრულებლობაზე დაქვემდებარებული პერსონალის მიერ.

 

17.4  ნარჩენების მართვის პროცესი

ნარჩენების მართვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ტერმინალის საქმიანობის ყველა სახე, რომლის დროს წარმოიქმნება ნარჩენები, მათ შორის:

  • საქმიანობა ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში;
  • საქმიანობა ანორმალურ საექსპლუატაციო პირობებში (მაგ. სარემონტო–სამშენებლო სამუშაოების ჩატარების დროს);
  • საქმიანობა ავარიული სიტუაციის დროს.

ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით, საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეიძლება დავყოთ სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებად.

 

17.5 ნარჩენების შეგროვებისა და დროებითი შენახვის წესები

საქმიანობის შედეგად საწარმოს სხვადასხვა უბნებზე წარმოიქმნება და გროვდება ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარებიან აღრიცხვას, შეგროვებას, დროებით შენახვას, შემდგომ გატანას.

საწარმოში ორგანიზებული და დანერგილი უნდა იქნას საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მეთოდი, მათი სახეობის და საშიშროების კლასის მიხედვით.

სეგრეგირებულ შეგროვებას და დაგროვებას ექვემდებარება:

  • საყოფაცხოვრებო ნარჩენები;
  • საწარმოო ნარჩენები, რომელთა გატანა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არ არის აკრძალული (მაგ, რეზინის ნარჩენები, პლასტმასის საყოფაცხოვრებო ნაკეთობები, ხის და ქაღალდის ტარის, ხე–ტყის და ნახერხების ნარჩენები, პოლიეთილენის მილების, მინაბოჭკოს ქსოვილები, აბრაზიული მტვერი, სახეხი ფურცლების (ზუმფარა) ნარჩენები და სხვა.);
  • ვერცხლისწყლის შემცველი ნივთიერებები და მასალები, მათ შორის ვერცხლისწყლის შემცველი ლუმინისცენტური ნათურები;
  • ტყვიაშემცველი ნარჩენები;
  • ქიმიური ნივთიერებების ნარჩენები;
  • გაზეთილი საწმენდი ქსოვილები;
  • ნავთობპროდუქტების ნარჩენები;
  • ნამუშევარი ინდუსტრიული ზეთები, საპოხი მასალები;
  • ნავთობპროდუქტების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გამოყენებული მასალები;
  • დაბინძურებული გრუნტი;
  • ლითონის ჯართი, იზოლირებული ლითონის მავთულების ნარჩენები, საშემდუღებლო ელექტროდების ნარჩენები;
  • ნამუშევარი რეზინის შლანგები, ნამუშევარი საბურავები;
  • გამოყენებული ტყვიის აკუმულატორების ნარჩენები;
  • საღებავების  და საღებავის ლითონის კასრების  ნარჩენები;
  • სამედიცინო ნარჩენები.

ტერიტორიაზე ნარჩენების დაგროვება და შენახვა დასაშვებია დროებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • ნარჩენები გამოიყენება შემდგომ ტექნოლოგიურ ციკლში, მათი სრული უტილიზაციის მიზნით;
  • მომხმარებლის არ არსებობის გამო;
  • ნარჩენების შენახვისათვის საჭირო ტარის დროებითი უქონლობა და ა.შ.

ნარჩენების და მათი კომპონენტების ტოქსიკოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, მათი დროებითი შენახვა დასაშვებია:

  • საწარმოო ან დამხმარე სათავსში (საწყობი, საკუჭნაო);
  • დროებით არასტაციონალურ საწყობში;
  • ღია მოედანზე.

ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდები განისაზღვრება საშიშროების კლასის მიხედვით:

  • სახიფათო ნარჩენები საჭიროა შეგროვდეს შესაბამის ტარაში და უკეთდება შესაბამისი მარკირება, რომელზედაც აღნიშნული უნდა იყოს ნარჩენისდასახლება, საშიშროების ჯგუფი, რაოდენობა, შეფუთვის თარიღი და სხვა;
  • ყველა დანარჩენი ნარჩენი გროვდება ბეტონის მოედნებზე განთავსებულ ლითონის ან პლასტმასის კონტეინერებში, ხოლო შემდეგ ხდება ნარჩენების გატანა და ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე.

საწარმოს ტერიტორიაზე ნარჩენების დროებითი დასაწყობების ადგილები განისაზღვრება ნარჩენების ინვენტარიზაციის პროცესში და უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მოედნის საფარი უნდა იყოს მყარი (ბეტონის, ასფალტბეტონის ან ბეტონის ფილების);
  • მოედნის მთელ პერიმეტრზე მოწყობილი უნდა იყოს შემოზვინვა, რათა გამოირიცხოს მავნე ნივთიერებების მოხვედრა სანიაღვრე კანალიზაციაში ან ნიადაგზე;
  • მოედანს უნდა გააჩნდეს მოსახერხებელი მისასვლელი ავტოტრანსპორტისათვის;
  • ნარჩენების ატმოსფერული ნალექების და ქარის ზემოქმედებისაგან დასაცავად გათვალისწინებული უნდა იქნას ეფექტური დაცვა (ფარდული, ნარჩენების  განთავსება ტარაში, კონტეინერები და ა.შ.)
17.6 ნარჩენების ტრანსპორტირების წესი

ნარჩენების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარიული და გარემოსდაცვითი წესების სრული დაცვით. ნარჩენების ჩატვირთვა/გადმოტვირთვა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია მაქსიმალურად უნდა იყოს მექანიზირებული და ჰერმეტული. გამორიცხული უნდა იყოს ნარჩენების დაკარგვა და გაფანტვა ტრანსპორტირების დროს.  სახიფათო ნარჩენების დროებითი განთავსების საწყობში ტრანსპორტირების დროს, თანმხლებ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი დოკუმენტი – „სახიფათო ნარჩენის გატანის მოთხოვნა“, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ტერმინალის ხელმძღვანელის მიერ. ტერმინალის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ტრანსპორტს, დატვირთვას და სახიფათო ნარჩენის ტრანსპორტირებას დანიშნულებისამებრ სანიტარიული და გარემოსდაცვითი წესების დაცვით. ნარჩენების გადასატანად გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებას უნდა გააჩნდეს გამაფრთხილებელი ნიშანი.

 

17.7 ნარჩენების უსაფრთხო მოპყრობის ზოგადი მოთხოვნები
  • პერსონალს, რომელიც დაკავებულია ნარჩენების მართვის სფეროში (შეგროვება, შენახვა, ტრანსპორტირება, მიღება/ჩაბარება) უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი სწავლება შრომის დაცვის და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებში;
  • პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლით, ფეხსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. საჭიროების შემთხვევაში პერსონალის ტანსაცმელი ექვემდებარება სპეციალურ დამუშავებას, განსაკუთრებით სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებულ ოპერაციების შესრულების შემდეგ;
  • პერსონალს უნდა შეეძლოს პირველადი დახმარების აღმოჩენა მოწამვლის ან ტრავმირების შემთხვევაში ნარჩენებთან მუშაობის დროს;
  • სამუშაოზე არ დაიშვება პირი, რომელსაც არ აქვს გავლილი შესაბამისი მომზადება, არა აქვს სპეცტანსაცმელი, ასევე ავადმყოფობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში.
  • ნარჩენების შეგროვების ადგილზე დაუშვებელია დადგენილ ნორმაზე მეტი რაოდენობის ნარჩენების განთავსება. დაუშვებელია ნარჩენების განთავსება ნაპერწკალ და სითბო წარმომქნელ წყაროებთან ახლოს;
  • ნარჩენების რამდენიმე სახის ერთად განთავსების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მათი შეთავსებადობა;
  • საწარმოო ნარჩენების დაგროვების ადგილებში დაუშვებელია უცხო საგნების, პირადი ტანსაცმლის, სპეცტანსაცმლის, ინდ. დაცვის საშუალებების შენახვა, ასევე სასტიკად იკრძალება საკვების მიღება;
  • საწარმოო ნარჩენებთან მუშაობის დროს საჭიროა პირადი ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა, ჭამის წინ და მუშაობის დასრულების შემდეგ  აუცილებელია ხელების დაბანვა საპნით და თბილი წყლით;
  • მოწამვლის ნიშნების შემთხვევაში, სამუშაო უნდა შეწყდეს და პირმა უნდა მიმართოს უახლოეს  სამედიცინო პუნქტს და შეატყობინოს ამ შემთხვევაზე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობას;
  • ხანძარსახიფათო ნარჩენების შეგროვების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნას ხანძარქრობის საშუალებებით. ამ სახის ნარჩენების განთავსების ადგილებში სასტიკად იკრძალება მოწევა და ღია ცეცხლით სარგებლობა;
  • პერსონალმა უნდა იცოდეს ნარჩენების თვისებები და ხანძარქრობის წესები;
  • ცეცხლმოკიდებული გამხსნელების ჩაქრობა წყლით დაუშვებელია.

 

17.8 საწარმოო ნარჩენებზე კონტროლი

საწარმოო ნარჩენების შეგროვება, შენახვა, ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იქნას მოქმედი ეკოლოგიური, სანიტარიულ–ეპიდემიოლოგიური, ტექნიკური ნორმები და წესები.

ნარჩენების წარმოქმნის, შენახვის და გატანის აღრიცხვა წარმოებს სპეციალურ ჟურნალში. გატანილი ან უტილიზირებული ნარჩენების მოცულობა დოკუმენტურად უნდა იქნას დადასტურებული.

ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირმა სისტემატურად უნდა გააკონტროლოს:

  • ნარჩენების შესაგროვებელი ტარის ვარგისიანობა;
  • ტარაზე მარკირების არსებობა;
  • ნარჩენების დროებითი განთავსების მოედნების მდგომარეობა;
  • დაგროვილი ნარჩენების რაოდენობა და დადგენილი ნორმატივთან შესაბამისობა (ვიზუალური კონტროლი);
  • ნარჩენების სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიიდან გატანის პერიოდულობის დაცვა;
  • ეკოლოგიური უსაფრთხოების და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის მოთხოვნების შესრულება.

ასევე, დამუშავებული უნდა იქნას საწარმოო მოედნის სქემა ნარჩენების დროებითი განთავსების ადგილების დატანით, ნარჩენების სახეების, კონტეინერების რაოდენობის ჩვენებით. ყოველი ცვლილება ან კორექტირება დროულად უნდა იქნას შეტანილი სქემაში.

 

 

 

 

17.9 საწარმოს ექსპლოატაციის პერიოდში მოსალოდნელი ნარჩენების სახეობები და რაოდენობები

საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს  ფუნქციონირებისას  მოსალოდნელია ძირითადად საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმოქმნა. საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება მოხდება შესაბამის კონტეინერებში და შემდგომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის მიერ გატანილი იქნება შესაბამის პოლიგონზე ხელშეკრულებით. იმის გათვალისიწნებით, რომ საწარმოში მომსახურე პერსონალი  რაოდენობა იქნება  20 ადამიანი, წლის განმავლობაში მოსალოდნელი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა იქნება:  20 X 0.7 =14 მ (0,7მ3  ერთ მომუშავე ადამიანზე წლის განმავლობაში წარმოქნილი ნარჩენების საშუალო რაოდენობაა)

კომპანიის საწარმოო ნარჩენების წარმოქნა დაკავშირებულია საწარმოო პროცესთან კერძოდ წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის შესაბამისად. საბურავების გადამუშავებით  მიიღება  რეზინის ფხვნილი, მეტალი და კაპრონი, მოცემულ შემთხვევაში საწარმოო ნარჩენის წარმოქმნას ადგილი არ აქვს.

რაც შეეხება სახიფათო ნარჩენებს, მათი წარმოქმნა მოსალოდენლი იქნება მცირე რაოდენობით, დანადგარების შეკეთება/სარემონტო სამუშაოების ჩატარების   შემთხვევაში,  სახიფათო ნარჩენების განთავსება მოხდება ჰერმეტულ ტარაში, შეფუთულ მდგომარეობაში. საწარმოს ტერიტორიიდან სახიფათო ნარჩენების გატანა და შემდგომ გაუვნებლობა მოხდება ამ საქმიანობაზე სათანადო ნებართვის მქონე კონტრაქტორის საშუალებით.  ნარჩენების სახეობებისა და რაოდენობების მიხედბით მათი ზუსტი აღწერა განხორციელდება გზშ-ს ანგარიშში.

 

  1. ზემოქმედება სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე
    • შესაძლო დემოგრაფიული ცვლილებები

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების მიზნით ახალი დასახლების (მუდმივი საცხოვრებელი ფართებით) მშენებლობა და უცხო კონტიგენტის გადმოსახლება გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად ამ მხრივ დემოგრაფიული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. თუმცა გასათვალისწინებელია საწარმოს ამოქმედების შემდგომ მოსალოდნელი სოციალურეკონომიკური სარგებელი და მისი თანმდევი პროცესები. როგორც ფონური მდგომარეობის აღწერისას აღინიშნა, რეგიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე და უმუშევრობა იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის (სამუშაოს მაძიებელთა) მიგრაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა თუ საზღვარგარეთ, შედეგად რეგიონი მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას. საწარმოს ექსპლუატაცია საგრძნობლად გაზრდის რეგიონში დასაქმებულთა ხვედრით წილს, რაც შეანელებს მოსახლეობის გადინების ტემპს. გამომდინარე აღნიშნულიდან დაგეგმილი საქმიანობის შედეგად მოსალოდნელი დემოგრაფიული ცვლილებები შეიძლება შეფასდეს როგორც საშუალო დადებითი.

 

 

18.2 სოციალურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედება

დღეისათვის მნიშვნელოვან  გამოწვევას წარმოადგენს როგორც მთელს მსოფლიოში ასევე საქართველოში მარჩენების მართის და საბოლოო დამუშავების საკითხი. ნარჩენების არასწორი  მართვის შემთხვევაში იზრდება  ეკოლოგიური და სოციალური გარემოზე ზემოქმდების რისკები. საწარმოს ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს  საქართველოში არსებული  გამოუსადეგარი საბურავების რაოდენობას და შეიძლება ითქვას რომ საქმიანობა მნიშვნელოვან დადებით სოციალურ ზემოქმედებას იქონიებს რეგიონზე  და გადაჭრის  გამოუსადეგარი საბურავების  ნარჩენების მართის პრობლემას.

საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე 20 ადამიანი იქნება დასაქმებულ. საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე  ყველა მათგანი უზურველყოფილი იქნება სამუშაო ადგილზე სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნით და უსაფრთხოების ტექნიკური ნორმების დაცვით. ყველა მათგანი უზრუნველყოფილი იქნება სპეცტანსაცმლით, ჩაფხუტით, ფეხსაცმლით, ხელთათმანებით სათვალით რესპირატორით და სახვა საშუალებებით.

იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტის ფუნქციონირება ასტიმულირებს და ხელს უწყობს სახვადასხვა საწარმოო ობიექტების ფუნქციონირებას, საწარმო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოლიალურ ეკონომიური პირობების გაუმჯობესებაში.

საწარმოში დასაქმებულთა რიცხვი დიდი არ არის (20 ადამინაი). მაგრამ  ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით დადებითად იმოქმედებს ადამინის  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საწარმოში დასაქმებული პერსონალი იქნება ადგილობრივი მაცხოვრებლები.

საწარმო წარმოებული პროდუქციით ხელს შეუწყობს ნამზადზე მოთხოვნილების მქონე საწარმოების მუშაობას.  ასევე საგადასახადო კანონდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდის მასზე დაკისრებულ გადასახადებს, რაც დადებითად აისახება ადგილობრივ ბიუჯეტზე.

 

18.3 ზემოქმედება მიწის საკუთრებასა და გამოყენებაზე

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისთვის შერჩეული ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და შესაბამისად თემის ან მოსახლეობის კერძო საკუთრების მიწებზე ან ქონებაზე ნეგატიური ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. ასევე არ არსებობს ეკონომიკური განსახლების საჭიროება.

18.4 დასაქმება და მასთან დაკავშირებული ზემოქმედებები პირველ რიგში აღსანიშნავია საწარმოს საქმიანობის პროცესში მოსახლეობის დასაქმებით გამოწვეული დადებითი ზემოქმედება. საწარმოს ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებულია 20-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. ამასთან, დასაქმებულთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა იქნება ადგილობრივი. აღნიშნული საკმაოდ მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენა იქნება მიმდებარე დასახლების მოსახლეობის დასაქმების და მათი სოციალურის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თუმცა აღსანიშნავია, რომ დასაქმებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სახის ნეგატიური ზემოქმედების რისკებიც, კერძოდ:

  • ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მოლოდინი და უკმაყოფილება;
  • დასაქმებულთა უფლებების დარღვევა;
  • უთანხმოება ადგილობრივ მოსახლეობასა და დასაქმებულთა (არა ადგილობრივები) შორის.

 

პროექტში დასაქმებული პერსონალის და ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების გამოსარიცხად საწარმო განახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს ან/და საქმიანობებს:

  • პერსონალის აყვანის პოლიტიკის შემუშავება და გამოქვეყნება ადგილობრივ (ოფისში), მუნიციპალურ (გამგეობის შენობა და სხვ.) და რეგიონალურ დონეზე;

 

  • პერსონალის აყვანა შესაბამისი ტესტირების საფუძველზე;
  • თითოეულ პერსონალთან ინდივიდუალური სამუშაო კონტრაქტის გაფორმება;
  • პერსონალთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მუხლების ჩართვა ყველა გეგმის, პროცედურის და შემარბილებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, იმ მუხლების ჩართვა, რომლებიც ეხება უსაფრთხოების გეგმების მონიტორინგსა და უბედური შემთხვევების შესახებ ანგარიშებს;
  • ყველა პერსონალის უზრუნველყოფა ინფორმაციით მათი სამსახურის შესახებ – სამუშაო ქცევის კოდექსის შემუშავება;
  • ადგილობრივი პერსონალის ინფორმირება ადგილობრივი უნარ-ჩვევების და კულტურის შესახებ;
  • სხვადასხვა მასალების შესყიდვისას უპირატესობის მინიჭება ადგილობრივი პროდუქციისთვის და ადგილობრივი საწარმოების მხარდაჭერა;
  • პერსონალის საჩივრების განხილვის მექანიზმის შემუშავება და პრაქტიკულად გამოყენება;
  • პერსონალის საჩივრების ჟურნალის წარმოება.

 

18.5 წვლილი ეკონომიკაში

საწარმოს საქმიანობის განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ადგილობრივ და სახელმწიფო ბიუჯეტში შევა დამატებითი თანხები ქონების გადასახადის სახით და სხვ. დასაქმებული პერსონალის მომსახურებისათვის მოსალოდნელია სატელიტი ბიზნეს საქმიანობების (ვაჭრობა, მომსახურება, სატრანსპორტო უზრუნველყოფა, საკვები პროდუქტების წარმოება და სხვა) გააქტიურება, რაც დასაქმების დამატებით წყაროდ უნდა ჩაითვალოს. რეგიონის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ზემოქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც მაღალი დადებითი.

 

18.6 ზემოქმედება სატრანსპორტო ნაკადებზე

საწარმოს მშენებლობის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადებზე მოსალოდნელია დროებითი ნეგატიური ზემოქმედება. ძირითადი ნედლეული შემოტანილი იქნება საავტომობილო ტრანსპორტით. საწარმოს ექსპლუატაციის პირობებში ნედლეულის შემოტანა და მზა პროდუქციის ტრანსპორტირება მოხდება ასევე ავტოტრანსპორტის საშუალებით, თუმცა საავტომობილო გზების მნიშვნელოვანი გადატვირთვა არ მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების ფონური მდგომარეობა არ არის მაღალი. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული მოსახლეობის შეწუხების და სატრანსპორტო ნაკადების გადატვირთვის რისკი მინიმალურია.

18.7 ტრანსასაზღვრო ზემოქმედება

საკვლევი ტერიტორიისათვის უახლოესი სახოვრებელი სახლები ჩრდილო-დასავლეთით არის დაშორებული 25მ მანძილზე. დასავლეთით საწარმოს ესაზღვრება 50მ მანძილის მოშორებით მოქ. მზია ხაჭაპურიძის საკარმიდამო ეზო, აღმოსავლეთით ესაზღვრება მოქ. კახა მუმბეიშვილის საცხოვრებელი ეზო და სახლი, რომელიც საწარმოო

 

შენობიდან დაშორებულია 42 მ-ით, სამხრეთით  ესაზღვრება საავტომობილო გზა. გზიდან მანძილი საწარმოო შენობამდე შეადგენს 120 მ-ს.საკვლევი ტერიტორია არ მდებარეობს დაცული ტერიტორიების სიახლოვეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაშორება საწარმოდან, გამორიცხავს მასზე ზემოქმედებას. საკვლევ ტერიტორიაზე წითელი ნუსხით დაცული მცენარეები და ცხოველები არ დაფიქსირებულა. ასევე სამშენებლო სამუშაოების  არ არსებობსი  გამო, გეოლოგიური საშიშროებების რისკები არ არსებობს. პროექტის ადგილმდებარეობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე ტრანსასაზღვრო ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.

 

  1. ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

 

საწარმოს ექსპლუატაციის განხორციელების დროს, გარდა არაპირდაპირი ზემოქმედებისა (ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესება, ხმაურის გავრცელება და სხვ, რომლებიც აღწერილია შესაბამის ქვეთავებში, სადაც გამოჩნდა, რომ მოსახლეობაზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები მინიმალურია), არსებობს ადამიანთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზემოქმედების პირდაპირი რისკები. პირდაპირი ზემოქმედება შეიძლება იყოს: სატრანსპორტო საშუალებების დაჯახება, დენის დარტყმა, ტრავმატიზმი და სხვ. პირდაპირი ზემოქმედების პრევენციის მიზნით საწარმოს მიერ გატარდება შემდეგ ღონისძიებები ან/და საქმიანობები:

  • პერსონალისთვის ტრეინინგების ჩატარება უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის საკითხებზე;
  • სასურველია პერსონალის სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფა;
  • დასაქმებული პერსონალის უზრუნველყოფა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
  • ჯანმრთელობისათვის სახიფათო უბნებზე სტანდარტული სამედიცინო ყუთების არსებობა;
  • მანქანა-დანადგარების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • სატრანსპორტო ოპერაციებისას უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვა, სიჩქარეების შეზღუდვა;
  • ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების სააღრიცხვო ჟურნალის წარმოება. ამასთან, ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ყველა ღონისძიების გატარება. ხმაურის გავრცელების შემარბილებელი ღონისძიებების გატარება

საწარმოს ფუნქციონირების პროცესში ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზემოქმედების ძირითადი რეცეპტორები მომსახურე პერსონალია.  მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითი ზემოქმედება პირდაპირი სახით მოსალოდნელი არ არის, რადგან საწარმოში არ არის გამოყენებული  მაღალ ტემპერატურასა და წნევაზე მომუშავე დანადგარები, სახიფათო და ტოქსიკური ნივთიერებები.

 

საწარმოში გამოყენებული დანადგარები არ შეიცავს ავარიის წარმოქმნისა და გავრცელების დიდ რისკებს,  ტექნოლოგიური ციკლის  დაბალი ხანძარსაშიშროებიდან გამომდინარე  არ არის აუცილებელი სახანძრო ჰიდრანტების და სტაციონალური ქაფ-გენერატორების კვანძის მოწყობა, თუმცა ნედლეული და პროდუქცია ხანძრის შემთხვევაში კარგად იწვის და სახანძრო უსაფრხოების მიზნით ტერიტორიაზე განთავსდება ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი. საწარმოში დასაქმებულთა უსაფრთხოების თვალსაზრისით განხორციელდება დადგენილი უსაფრთხოების ნორმების და წესების პერსონალისთვის პერიოდული გაცნობა და მისი დაცვა.

საწარმოში დაცული იქნება შრომის უსაფრთხოების პირობები: დასაქმებული  პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ასევე  უზრუნველყოფილი იქნება მანქანა-დანადგარების ტექნიკური გამართულობა, რაც საქმიანობის პროცესში მინიმუმამდე შეამცირებს უარყოფითი ზემოქმედების  რისკებს.

ობიექტიდან მოსალოდნელი ემისიების სახეობრივმა და რაოდენობრივმა გაანგარიშებამ აჩვენა, რომ საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში მოსახლეობაზე  უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს, რადგან არ არის მოსალოდნელი ემისიების ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობებზე გადაჭარბება.

 

 

 

 

 

 

  1. კუმულაციური ზემოქმედება

კუმულაციური ზემოქმედების შეფასების მთავარი მიზანია, საქმიანობის განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედების ისეთი სახეების იდენტიფიცირება, რომლებიც როგორც ცალკე აღებული, არ იქნება მასშტაბური ხასიათის, მაგრამ სხვა – არსებული, მიმდინარე საქმიანობების განხორციელებით მოსალოდნელი მსგავსი სახის ზემოქმედებასთან ერთად, გაცილებით მაღალი და საგულისხმო უარყოფითი ან დადებითი შედეგების მომტანია. საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში, საქმიანობის სპეციფიკიდან და განთავსების ადგილიდან გამომდინარე, კუმულაციური ზემოქმედების ერთადერთ საგულისხმო სახედ უნდა მივიჩნიოთ ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედება და ხმაურის გავრცელება, კერძოდ, საწარმოს და მის მიმდებარედ არსებული საწარმოების ერთდროული ფუნქციონირების შედეგად გამოწვეული ხმაურის ჯამური ზეგავლენა გარემოს სხვადასხვა რეცეპტორებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ საწარმოს გავლენის ზონაში (საწარმოს მომიჯნავედ ანალოგიური ტიპის საწარმო არ არსებობს)  მსგავსი ობიექტი არ ფუნქციონირებს, კუმულაციური ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. მიმდებარე ტერიტორიზე ასეთი ზემოქოედების საფრთხეც არ ასრებობს.

 

  1. გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და მონიტორინგის პრინციპები

 

საქმიანობის განხორციელების პროცესში უარყოფითი ზემოქმედებების მნიშვნელოვნების შემცირების ერთ-ერთი წინაპირობაა დაგეგმილი საქმიანობის სწორი მართვა მკაცრი მეთვალყურეობის (გარემოსდაცვითი მონიტორინგის) პირობებში.

გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია სხვადასხვა თემატური გარემოსდაცვითი დოკუმენტების მომზადება, მათ შორის: საწარმოს საქმიანობის პროცესში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი, საწარმოს საქმიანობის პროცესში ზედაპირულ წყლებში ჩამდინარე წყლებთან ერთად მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტი, ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა. მნიშვნელოვანია აღნიშნულ გარემოსდაცვით დოკუმენტებში გაწერილი პროცედურების პრაქტიკული შესრულება და საჭიროების მიხედვით კორექტირება-განახლება. აღნიშნული გეგმების შესრულების ხარისხი გაკონტროლდება გამოყოფილი გარემოსდაცვითი მენეჯერის მიერ.

გარემოსდაცვითი მონიტორინგის მეთოდები მოიცავს ვიზუალურ დაკვირვებას, გაზომვებს და ლაბორატორიულ კვლევებს (საჭიროების შემთხვევაში). გზშ-ს შემდგომი ეტაპების ფარგლებში შემუშავებული გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა გაითვალისწინებს ისეთ საკითხებს,

როგორიცაა:

  • გარემოს მდგომარეობის მაჩვენებლების შეფასება;
  • გარემოს მდგომარეობის მაჩვენებლების ცვლილებების მიზეზების გამოვლენა და შედეგების შეფასება;
  • საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ხარისხსა და დინამიკაზე სისტემატური ზედამხედველობა;
  • ზემოქმედების ინტენსივობის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებული მაჩვენებლების დადგენილი პარამეტრების გაკონტროლება;
  • საქმიანობის პროცესში ეკოლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებული შესაძლო დარღვევების ან საგანგებო სიტუაციების პრევენცია და დროული გამოვლენა;

საქმიანობის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროცესში სისტემატურ დაკვირვებას და შეფასებას სავარაუდოდ დაექვემდებარება:

  • ატმოსფერულ ემისიების გავრცელება;
  • ხმაურის გავრცელება;
  • ნიადაგი;
  • ნარჩენების ტრანსპორტირება ;
  • შრომის პირობები და უსაფრთხოების ნორმების შესრულება სოციალური საკითხები და სხვ.

 

 

  1. გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ღონისძიებების წინასწარი მონახაზი

პროექტის განხორციელების პროცესში მოსალოდნელი ზემოქმედების თავიდან აცილება და რისკის შემცირება შეიძლება მიღწეულ იქნას საწარმოს ოპერირებისას საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით. შემარბილებელი ღონისძიებები ძირითადად გათვალისწინებულია საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე.

საქმიანობის განხორციელების პროცესში გარემოსდაცვითი რისკების შემარბილებელი ღონისძიებების წინასწარი მონახაზი შეჯამებულია ქვემოთ. გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს.

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების პროცესში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შერბილების ღონისძიებების დეტალური პროგრამის დამუშავება მოხდება შეფასების შემდგომ ეტაპზე (გზშ-ის ანგარიშის მომზადება).

 

 

 

  1. ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის, შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის

გარემოსდაცვითი ღონისძიებების იერარქია შემდეგნაირად გამოყურება:

  • ზემოქმედების თავიდან აცილება/პრევენცია
  • ზემოქმედების შემცირება
  • ზემოქმედების შერბილება
  • ზიანის კომპენსაცია

ზემოქმედების თავიდან აცილება და რისკის შემცირება შესაძლებლობისდაგვარად შეიძლება მიღწეულ იქნას საწარმოს ექსპლუატაციისას საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების გამოყენებით. შემარბილებელი ღონისძიებების ნაწილი გათვალისწინებულია პროექტის შემუშავებისას. თუმცა ვინაიდან ყველა ზემოქმედების თავიდან აცილება შეუძლებელია, პროექტის გარემოსადმი მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპისთვის და ყველა რეცეპტორისთვის განისაზღვრება შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გეგმა. გეგმა „ცოცხალი” დოკუმენტია და მისი დაზუსტება და კორექტირება მოხდება სამუშაო პროცესში მონიტორინგის/დაკვირვების საფუძველზე.

გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს. საქმიანობის განხორციელების პროცესში გარემოსდაცვითი რისკების შემარბილებელი ღონისძიებების წინასწარი მონახაზი შეჯამებულია ქვემოთ ცხრილში N6-ში. მოსალოდნელი ზემოქმედებების შემარბილებელი ღონისძიებების და საჭირო მონიტორინგული სამუშაოების შესახებ, კერძოდ:

  • მოსალოდნელი ზემოქმედების აღწერა ცალკეული რეცეპტორების მიხედვით, რა სახის სამუშაოების შედეგად არის მოსალოდნელი აღნიშნული ზემოქმედება და ზემოქმედების სავარაუდო მნიშვნელობა (ზემოქმედების სავარაუდო მნიშვნელობის შეფასება მოხდა 5 ბალიანი კლასიფიკაციის მიხედვით: „ძალიან დაბალი“, „დაბალი“, „საშუალო“, „მაღალი“ ან „ძალიან მაღალი“);
  • გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების ძირითადი ამოცანების აღწერა;
  • შემარბილებელი ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც შეამცირებს ან აღმოფხვრის მოსალოდნელი ზემოქმედებების მნიშვნელობას (ხარისხს),
  • შემარბილებელი ღონისძიებების გატარებაზე პასუხისმგებელი;
  • პროექტის განხორციელების რომელ ეტაპებზე იქნება უფრო ეფექტური შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიების გატარება;
  • შემარბილებელი ღონისძიებების ჩატარებისთვის საჭირო ხარჯების შეფასება. (ხარჯების შეფასება მოხდა მიახლოებით,
  • საჭირო მონიტორინგული სამუშაოების ზოგადი აღწერა.

 

                             ცხრილი 6.  გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები  საწარმოს ფუნქციონირებისას

 

რეცეპტორი/

ზემოქმედება

 

 

ზემოქმედების აღწერა

ზემოქმედების მოსალოდნელი დონე პირველადი წინადადება  შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ
 

 

 

ატმოსფერულ ჰაერში  მავნე ნივთიერებების გავრცელება

 

·     ტექნიკური დანადგარების ფუნქციონირებით  გამოწვეული  ემისიები

·     სატრანსპორტო ოპერაციებით გამოწვეული ემისიები

 

 

 

დაბალი

 

უარყოფითი

v  საწარმოში გამოყენებული ტექნოლოგიური დანადგარები  და სატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს  გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფთხოების  მოთხოვნებს

v  მტვრის დონეენბის აქტიური შემცირება (განსაკუთრებით მშრალ ამინდებში) მანქანების მოძრაობის სიჩაქრის შემცირება ან მტვრის შემამცირებელი სხვა საშუალებებით

v  საწარმოს ტერიტორიაზ ედროებით დასაწყობებული  ნედლეული , მზა პორდუქცია და მეორადი მასალა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ქარისმიერი გადატანისაგან.

 

 

 

 

 

 

 

ხმაური, გავრცელება

 

 

 

·        სატრანსპორტო ტერიტორიაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილების

 

·        საწარმოს დანადგარ-მოწყობილობები

 

 

 

 

საშუალო

უარყოფითი

v  საწარმოში გამოყენებული ტექნოლოგიური დანადგარები  და სატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს  გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფთხოების  მოთხოვნებს, რისთვისაც საჭიროა მათ  ტექნიკური მდგომარეიობის შემოწმება სამუშაოს დაწყების წინ.

v   მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეცილაური ყურსასმენით, მათვის გამოყოფილი უნდა იყოს მოსასვენებელი ოთახი სადაც ხმაურის დონე არ იქნება მაღალი

v  საწარმოს დირექცია  მოვალეა გააკონტროლოს  რომ ხმაურმა არ გადააჭარბოს  კანონით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, საჭირეობის შემთხვევაში  გაატაროს სსაჭინაღმდეგო რონისძიებები  მაგ: დანადგარებისა და ტექნიკის  ხმაურის დონის შემცურება მათი  ტექნიკურად გამარტით, ხმაურის დამცავი ბარიერების  და ეკრანის მოწყობა  ხმაურის გამომწვებ წყაროსა და სენსიტირუ ტერუიტორიებს შორის,

ზემოქმედება ზედაპირულ წყლებზე ზედაპირული და გრუნტის წყლების დაბინძურება ნარჩენების არასწორი მართვის და სხვა გაუთვალიწსინებელი შემთვევბში

 

 

 

დაბალი

უარყოფითი

v  საწარმოს ესქპლუატაციის პერიოდში წარმოქმნილი  ჩამდინარე წყლების სათანადო მენეჯმეტი,

v  საშუალებები მაქსიმალურად უნდა აკმაყოფილებდეს გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს რათა მაქსიმალურად შეიზუღდოს სატრანსპორტო საშუალებებიდან საწვავისა და ზეთის დაღვრის რისკები და სანიაღვრე წყლების დაღვრის რსიკები.

 

 

 

 

 

 

 

 

ნიადაგის/გრუნტის დაბინძურების რისკი

 

 

 

 

 

 

·        სატვირთო ავტომობილების გაუმართაობა

 

·        ნარჩენების არასწორი მართვა

 

 

 

 

 

 

დაბალი

 

უარყოფითი

v  გზისა და საწარმოო მოედნის საზღვრების მკაცრი დაცვა ნიადაგის ზედმეტად დაზიანების თავიდან აცილების მიზნით

v  საწარმოში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები მაქსიმალურად უნდა აკმაყოფილებდეს გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს რათა მაქსიმალურად შეიზუღდოს სატრანსპორტო საშუალებებიდან საწვავისა და ზეთის დაღვის რისკები

v   საწარმოო ტერიტორიაზე სანიტარული პირობების დაცვა-უნდა აიკრძალოს ნედლეულის მზა პროდუქციის ან სხვა მასალების  ტერიტორიაზე მიმოფანტვა.

v  ნებისმიერი სახის ნარჩენების სათანადო მენეჯმენტი

v  ნავთობპროდუქტების დაღვრის შემთხვევაში , ნიადაგის დაბინძურებული ფენის დაუყონებლივი მოხსან და რემედიაცია (სპეციალური ნებართვუის კონტრაქტორის საშუალებით)

 

 

 

 

 

მიწისქვეშა წყლების დაბინძურების რისკები

 

·        სატვირთო ავტომანქანების გაუმართაობა

 

·        ნარჩენების არასწორი მართვა

 

 

დაბალი

 

უარყოფითი

v  იმ შემთხვევაში თუ შესრულდება ზედაპირული წყლების და ნიადაგი/გრუნტის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად შემუშავებული ღონისძიებები, მიწისვქეშა წყლების დაბინძურების ალბათობა მინიმუმდე მცირდება. შესაბამისად ასეთი რისკების შესამცირებლად დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვა საჭირო არ არის
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნარჩენები

 

 

 

·        სახიფათი ნარჩენები (დანადგარების შეკეთება/სარემონტო სამუშაოების ჩატარების   შემთხვევაში წარმოქმნილი )

 

·        საყოფაცხოვრებო ნარჩენები;

 

 

 

 

 

 

 

საშუალო

 

 

 

უარყოფითი

v  საწარმოს ტერიტორიაზე  ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მეთოდის დანერგვა:

v  ნარჩენების სეპარირებული მეთოდით შეგროვების უზრუნველყოფისთვის საჭირო საოდენობის კონტეინერების  განტავსება და მათი მარკირება

v  სახიფათო ნარჩენების დროებით განთავსებისთვის შესაბამისი სათავსის (დასაშვებია ვაგონ კონტეინერი) გამოყოფა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად კეთილმოწყობა, მათ შორის: სათავსის იატაკის  მოპირკიეთება მყარი საფარით, ნარჩენების განტავსებისათვის სტეკაჟების და თაროების მოწყობა, ნარჩენების განთავსება დასაშვებია მხოლოდ ჰერმეტულ ტარაში შეფუთულ მდგომარეობაში, რომელსაც  უნდა გააცნდეს  სათანადო მარკირება.

v  საწარმოო ნარჩენის შეძლებისადგვარად ხელმეორედ გამოყენება

v  ტრანსპორტირებისას  განსაზღვრული წესების დაცვა

v  შემდგომი მართვისთვის ნარჩენების გადაცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე კონტრაქტორისთვის

v  სახიფათო ნარჩენების გატანა  შემდგომი მართვის მიზნით მხოლოდ ამ საქმიანობაზე სატანადო ნებართვის მქონე კონტრაქტორის საშუალებით.

v  ნარჩენების წარმოქმნის , დროებითი დასაწყობების და შემდგომი მართვის პორცესებისთვის სათანადო არღიცხვის მექანიზმების შემოღება და შესაბამისი ჟურნალის წამროება

v  ნარჩენების მართვისათვის  გამოყოფილი იქნება სათანადო მომზადების მქონე პერსონალი

v  პერსონალის იქნსტრუქტაჟ

 

ზემოქმედება ტრანსასაზღვრო ნაკადზე

 

 

 

სატრანსპორტო ნაკადის გადატვირთა

 

დაბალი

 

უარყოფითი

 

v  შეძლებისდაგვარად საზოგადოებრივ გზებზე მანქანების გადაადგილების შეზღუდვა:

v  საჩივრების შემოსვლის შემთხვევბში მათი დაფიქსირება/აღრიცხვა და სათანადო რეაგირება

 

ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე

 

ავრიების და დაზიანების რისკები

 

დაბალი

 

 

 

უარყოფითი

v  ადამინათა უსაფრთხოება რეგლამნეტირებული იქნება  შესაბამისი სტანდარტებით, სამშენებლო  ნორმებით და წესებით, აგრეთვე სანიტარული ნორმებით და წესეებით.

v  დასაქმებული პირების შესაბამისი ინსრტუქტრაჟის პერიოდული ჩატარება, ჯანმრთელობისათვის სახიფათო უბნებში გამაფრთხილებელი ნიშნების მოწყობა და სხვა.

 

 

 

 

 

 

 

 

  1. ინფორმაცია მომავალში ჩასატარებელი კვლევებისა და გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო მეთოდების შესახებ.

გზშ-ის ანგარიშის მომზადების პროცესში განხორციელდება საწარმოო ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რაც მოიცავს როგორც აუდიტორულ და ლიტერატურულ, ისე ლაბორატორიულ კვლევებს და მონაცემების პროგრამულ დამუშავებას. გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს მე-10 მუხლის მოთხოვნებთან. განხილული იქნება  ის საკითხები, რომლებსაც გზშ-ს შემდგომი ეტაპის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქმიანობის სპეციფიკიდან და გარემოს ფონური მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძოდ:

  • ემისიები ატმოსფერულ ჰაერში და ხმაურის გავრცელება: საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე ემისიების და ხმაურის ძირითადი წყაროების განლაგება და მათი მახასიათებლები; განისაზღვრება საანგარიშო წერტილები, განისაზღვრება საქმიანობის პროცესში გასატარებელი შემარბილებელი ღონისძიებები და მონიტორინგის გეგმა. შემუშავდება და სამინისტროს შესათანხმებლად წარედგინება შესაბამისი ჰაერდაცვითი დოკუმენტაცია.
  • წყლის გარემო: გზშ-ს შემდგომ ეტაპზე წყლის გარემოზე ზემოქმედების შეფასების მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სანიაღვრე და სამეურნეო-საყოფაცხოვრები წყლების მართვის საკითხზე. დეტალური შეფასების პროცესში დაზუსტებული იქნება წყლის ხარისხზე ზემოქმედების წყაროები. აღნიშნულის საფუძველზე შემუშავდება კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებები და გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა.
  • ნიადაგი და გრუნტის ხარისხი: გზშ-ს შემდგომ ეტაპზე დაზუსტდება და განისაზღვრება ნიადაგის/გრუნტის ზედაპირული ფენის დაბინძურების მაღალი რისკის უბნები და მათთვის დამატებით შემუშავდება შესაბამისი პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებები.
  • ნარჩენები: გზშ-ს შემდგომ ეტაპზე დაზუსტდება საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი ნარჩენების დასახელება, რაოდენობა და მათი მართვა. პროცესში წარმოქმნილი ასევე სახიფათო ნარჩენების რაოდენობის და მათი მართვის საკითხები.
  • სოციალური საკითხები: სოციალურ გარემოზე ზემოქმედების განხილვისას გზშ-ს შემდგომ ეტაპზე ყურადღება დაეთმობა შემდეგ საკითხებს: მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობა და ზემოქმედება მათი ცხოვრების პირობებზე, ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სატრანსპორტო ნაკადებზე და ა.შ.

 

 

 

 

 

დანართები:

დანართი 1. საწარმოს ტერიტორიის საკადასტრო ნახაზები საწარმოს განთავსების შენობის მიხევით  (4 ფურც.)

დანართი 2. საწარმოს ტერიტორიის მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯაროო რეესტრიდან (2 ფურც)

დანართი 3. ამონაწერები  მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (5 ფურც)

დანართი 4. საწარმოს გენ-გეგმა ( 1 ფურც)

დანართი  5. ტექნოლოგიური ციკლის სქემა (სურათი N2)

დანართი 6. ორთო ფოტო  (1 ფურც)

დანართი 7. ხელშეკრულებები

დანართი 8. ბრძანება 03,08,2021 წლის  N2-1182 სკრინიგის გადაწყვეტილების შესახებ