- 2025-03-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოში, დედის დღე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს მიულოცეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მოადგილემ გია კვასტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული წყალტუბოელი გმირების: მამუკა სამაკაშვილის, რომან უგრეხელიძის, მამია ფანცულაიას დედებსა და მეუღლეებს დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
დღესვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ დედის დღე პირადად მიულოცა ექვსი შვილის დედას ნესტან თუთბერიძეს და წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, დამსახურებულ მედიკოსს ელადა ქაროსანიძეს.
„დედის დღე გამორჩეული დღესასწაულია, მინდა ყველა დედას მივულოცო, ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, შვილების წარმატება და ბედნიერება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ და ამაგი დავუფასოთ დედებს, რომლებიც ყოველთვის უანგაროდ ემსახურებიან შვილებს და აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას“-აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
დედის დღე საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება.