- 2024-11-18
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
წყალტუბოში დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოეტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ახალგაზრდებმა პოეტების მეფედ აღიარებული მგოსნის ცნობილი ლექსები წაიკითხეს და ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს.
ღონისძიება ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს ამავე ცენტრის მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ, საზოგადოება ,,ძველი წყალტუბოელების” თავმჯდომარემ გელა ხუნწარიძემ და სხვებმა.
გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით მიმდინარე წელს გაიხსნა.