- 2024-10-13
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ეროვნული ღონისძიება ,,მამული ენა, სარწმუნოება“ გაიმართა.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ შეკრებილი საზოგადოება დალოცა და ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და ღირებულებების შესახებ ისაუბრა.
სამშობლოს, ოჯახის, რწმენის დაცვასა და ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტები თავის გამოსვლაში მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს და ქართული სახელმწიფოს ძლიერებისა და სიმტკიცის საფუძვლებზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს დამსახურებულმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა და წარმატებულმა მასწავლებლებმა: ფაქიზო ფანჩულიძემ, ქეთევან სირბილაძემ, კახაბერ ჩაკვეტაძემ, ასევე, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრმა მარიამ ბუკიამ.
ღონისძიებას ,,მამული ენა სარწმუნოება’’ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, პარლამენტარის წევრი გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და 2000-ზე მეტი წყალტუბოელი ესწრებოდა.