- 2023-11-24
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
N3 საბავშვო ბაგა-ბაღი მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილთან და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების” გაერთიანების მმართველ გიორგი იობიძესთან ერთად დაათვალიერა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, 120-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა N 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა გარე ფასადი, შიდა სივრცეები, სველი წერტილები, შეიქმნა ყველა პირობა წყალტუბოში კიდევ ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებისთვის.
ქალაქ წყალტუბოს N 3 საბავშვო ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი და ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. პროექტის ღირებულება 488 000 ლარია.
ბაგა-ბაღის აღსაზრდელები დღემდე ქალაქის რამდენიმე ბაღში იყვნენ გადანაწილებულნი.