- 2022-05-03
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს განახლებისა და გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის შემოსასვლელში მარადმწვანე ხე-მცენარეების გაშენება დაიწყო.
გამწვანების აქციაში მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი ჩაერთნენ.
,,წყალტუბოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში რუსთაველის ქუჩაზე ზეთისხილის, ტუიას და ღვიას ხე-მცენარეები ირგვება. სამუშაოებს ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების’’ თანამშრომლები ასრულებენ, წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ქალაქი, რომელიც მოიზიდავს უამრავ ტურისტსა და დამსვენებლს” – აცხადებს გენადი ბალანჩივაძე.
მცენარეების მოვლა-პატრონობას შპს ,,საქართველოს ნერგები’’ უზრუნველყოფს.
მიმდინარე წელს წყალტუბოში 900 -ზე მეტი მარადმწვანე მცენარე უკვე დარგულია, რასაც ამ ეტაპზე, 103 ძირი იშვიათი ჯიშის ხე დაემატა. გამწვანების სამუშაოები გაგრძელდება.