- 2022-08-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
დღეს წყალტუბოში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დაინტერესებულ პირებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს, სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდეს და კონკრეტულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 – 2024 წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) სისტემური წესით ეტაპობრივად აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს.
დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 1/3 დაურეგისტრირებელია.
რეფორმა ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule