ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

28 ოქტომბერს, 11:30 საათზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  დასუფთავების ცენტრის“ მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

2. შპს „ტელეკომ I “-სათვის  (ს/კ 4053740636) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე განთავსებული გარე განათების ბოძების  სარგებლობაში  გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით,  იჯარით  გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/