- 2022-04-26
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ლატვიის დელეგაცია მიიღო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც საერთო ინტერესებს ეფუძნება.
მუნიციპალიტეტის მერმა დელეგაციის წევრებს წყალტუბოს, როგორც უნიკალური სამკურნალო კურორტის, ტურისტული პოტენციალის, ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო რესურსების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და ლატვიის დამეგობრებულ ქალაქს სალდუს შორის არსებული მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ დელეგაციის წყალტუბოში ვიზიტი ხელს შეუწყობს ეკონომიკის, ტურიზმის, ბიზნესის, კულტურის, განათლების სფეროებში თანამშრომლობას.
დელეგაციის წევრები წყალტუბოს შესახებ პრეზენტაციას გაეცნენ და ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლატვიელმა სტუმრებმა წყალტუბოს სამკურნალო აბაზანები და ტურისტული ლოკაციები დაათვალიერეს.