- 2022-01-10
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო. უკვე გაიწმინდა სანიაღვრე არხი მუზეუმთან და მოგვარდა უხვი ნალექის დროს მეექვსე აბაზანისა და ცენტრალური პარკის ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დადგომის პრობლემა, სანიაღვრე არხი მოწესრიგდა სასულიერო გიმნაზიასთან.
სანიაღვრე სისტემის გამართული მუშაობა, დაზიანებული ქსელის გამოცვლა და გაწმენდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
გამართული ინფრასტრუქტურა ნიშნავს უფრო მეტ კმაყოფილ სმოქალაქეს, ჯანსაღ გარემოსა და მეტ ტურისტს ჩვენს მწვანე ქალაქში.