- 2020-09-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პანდემიის გამო ღონისძიება სახალხო დღესასწაულის ,, შემოდგომის წყალტუბოს’’ ფარგლებში რეგულაციების დაცვით ჩატარდა.
საპატიო მოქალაქის ტიტული ამჯერად 14 ღირსეულ წყალტუბოელს და მწვანე ქალაქის იმ დამსახურებულ ადამიანებს გადაეცათ, რომლებიც ათეული წლები სწორედ წყალტუბოს ემსახურებოდნენ და მისი უკეთესი მომავლის შექმნაზე ზრუნავდნენ.
საპატიო მოქალაქეებს სპეციალური ჯილდოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელმა პაატა ახალაძემ, მერის მოადგილეებმა ზურაბ მაისურაძემ და ალექსანდრე დადუნაშვილმა, წყალტუბოს საკრებულოს წევრმა ჯემალ ფანცხავამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა გადასცეს.
დაჯილდოების ცერემონიაზე ტრადიციულად ანსამბლმა ნადურმა ,,მრავალჟამიერი’’ და წყალტუბოს ჰიმნი, ხოლო სამუსიკო სკოლის ვოკალურმა გუნდმა გია ყანჩელის პოპური შეასრულეს.
წყალტუბოს საპატიო მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიაზე ეს საპატიო ტიტული ღვაწლმოსილ პედაგოგებს თამარა მახარობლიძეს, ბორის ნიჟარაძეს, დამსახურებულ მედიკოსებს ვლადიმერ ცაგარეიშვილს, რუსუდან ლობჯანიძეს, თამაზ ჩირგაძეს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ “სპექტრის”, თავმჯდომარეს ეკოლოგ ქეთევან ცხაკაიას, წყალტუბოს ყოფილ გამგებელს, მუნიციპალიტეტში არაერთი მასშტაბური პროექტისა და სასიკეთო საქმის ინციატორს კონსტანტინე მამისეიშვილს, ხელოვნების დარგის დამსახურებულ წარმომადგენელს საქართველოს მხატვართა კავშირის წევრს ავთანდილ ჯიბუტს, სოფლის მეურნეობის ღვაწლმოსილ მუშაკას რევაზ ასათიანს, დამსახურებულ მშენებელ -ინჟინერს გივი უგლავას, აგრონომს ივანე ბალანჩივაძეს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირის მონაწილეს, გასული და მომავალი ოლიპიური თამაშების მონაწილისა და ლიცენზიანტის იაკობ ქაჯაიას მწვრთნელს დემურ კირტავას, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მთავარ ინჟინერს ედიშერ გედენიძეს, წყალტუბოს ყოფილ პროკურორს მალხაზ საჯაიას მიენიჭა.