წყალტუბოში „თეთრა მღვიმის“ ტერიტორიაზე თვითნასწავლი მხატვრის, თეა სილაგაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო

წყალტუბოში „თეთრა მღვიმის“ ტერიტორიაზე თვითნასწავლი მხატვრის, თეა სილაგაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.
თეა სილაგაძე წარმოშობით წყალტუბოელია. ხატვა პანდემიის პერიოდში დაიწყო, დაინტერესებულია ადამიანის შინაგანი ბუნებით, სულის მდგომარეობითა და განწყობის გადმოცემით. მისი შემოქმედების მთავარი სათქმელიც ადამიანური გრძნობები და ემოციებია, ინდივიდუალური ფერთა გამითა და ფორმით. კომპოზიციებიც სხვადასხვა თემატიკისაა, გამოფენას არც სათაური აქვს არც ჩარჩო და არც წესები- ასეთია ავტორის გადაწყვეტილება- „სუფთა გულწრფელი და აკადემიზმისგან შორს მდგარი შემოქმედება უფრო მეტს ამბობს ჩემზე, ვიდრე პროფესიონალურ ყალიბში ჩასმული კომპოზიცია“ – განაცხადა თვითნასწავლმა მხატვარმა.
თეა სილაგაძის გამოფენა სხვა დამთვალიერებლებთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.