- 2022-06-21
 - ავტორი tskaltubo
 - Category: Uncategorized @ka-ge
 
			კომენტარები ჯერ არ არის 
		
	
		წყალტუბოში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი ეწყობა.
დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ ქალქის N2 საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მერთან ერთად N 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ა(ა)იპ ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების” მმართველი გიორგი იობიძე.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განახლება და კეთილმოწყობა თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს N 2 საბავშვო ბაღის ფასადის განახლება, ასევე შენობის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ეზოს ნაწილობრივი კეთილმოწყობა .
პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 127 ათასი ლარია გამოყოფილი.