ზაზა კილასონიას საავტორო კონცერტი ,,მშვიდობა მსოფლიოს’’

წყალტუბოში ზაზა კილასონიას საავტორო კონცერტი ,,მშვიდობა მსოფლიოს’’ გაიმართა.
ზაზა კილასონია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მსახიობი და კომპოზიტორია, ხშირად მართავს კლასიკურ და კინომუსიკის საღამოებს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ქვეყნებში, მისი მუსიკა აჟღერებულია იტალიის ქალაქ პიზაში, ლივორნოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ,,დღეს წყალტუბოში, ,,თეთრა მღვიმის” ტერიტორიაზე შევასრულე 15 ნაწარმოები. ვფიქრობ, მსმენელი კმაყოფილი დარჩა, ეს ემოციები კი დიდხანს გაჰყვებათ როგორც სასიამოვნო შთაბეჭდილება’’- განაცხადა ზაზა კილასონიამ.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტი მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.