წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში საშობაო გამოფენა გაიხსნა,

წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში საშობაო გამოფენა გაიხსნა, გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადახვა ჟანრის , მიმდინარეობის, სტილის და ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეული წამუშევრები.
სამხატვრო გალერეაში გამოფენილია დამათავრებელი კლასის მოსწავლეების საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
როგორც სამხატვრო სკოლის დირექტორმა მხატვარმა ავთანდილ ჯიბუტმა აღნიშნა, საშობაო გამოფენა ამ სკოლის ტრადიციაა და წელსაც წარმომადგენლობითია. „ჩვენ დიდი მოლოდინებით ვხვდებით ახალ 2023 წელს, მიხარია რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს. მიხარია, რომ ამ სკოლაში წარმატებული და ცნობილი მხატვრები იზრდებიან“ – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ წყალტუბოს მერიის განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” , “წყალტუბოს კულტურის ცენტრისა” და ადგილობრივი მედიის წარმომადგენელბი.
წყალტუბოს საგამოფენო დარბაზში სამხატვრო სკოლის საშობაო გამოფენა ორი კვირა გასტანს.