წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამუშაოები რამდენიმე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამუშაოები რამდენიმე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განვითარების განყოფილების უფროს იონა ჯოჯუასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
,, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება სოფელ ყუმისთავში, გეგუთში, წყალტუბოში, ოფურჩხეთში. ამ ეტაპზე, ჯამში 7 კილომეტრზე დაიგო ბეტონის საფარი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს’’ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება