წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მეათე კლასელები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით დაამთავრეს პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს კომპიუტერები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა გადასცეს.
წელს პერსონალურ კომპიუტერი 40-მა წყალტუბოელმა მოსწავლემ მიიღო. წარჩინებულ მოსწავლეებს თვითმმართველობის პირველმა პირებმა წარმატებები უსურვეს.
,,თქვენ ხართ ის თაობა, რომლებმაც უნდა ააშენონ მომავლის საქართველო, დარწმუნებული ვარ წარჩინებით დაამთავრებთ სკოლას და იქნებით საუკეთესო სტუდენტები. უახლოს მომავალში წყალტუბოში ახალგაზრდებისთვის გაკეთდება სივრცე, სადაც შეძლებთ შეკრებას, გამოცდილებათა გაზიარებას, სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობას, იდეებისა და ინიციატივების რეალიზებას, გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს’’-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
პერსონალური კომპიუტერები გადასცეს ქალაქის N I, II, IV, ასევე სოფელ გეგუთის, გვიშტიბის, ფარცხანაყანევის, ზედა მესხეთის ტყაჩირის, ბროწეულას, ტყაჩირისა და სოფელ რიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს.
 საბაზო საფეხურის წარმატებულ მოსწავლეებს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პერსონალური კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ურიგდებათ.