2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი შესრულდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველმა პირებმა და წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
,,14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ამ ხნის განმავლობაში არასოდეს დაგვიკარგავს რწმენა, რომ საქართველო გონივრული პოლიტიკითა და მშვიდობიანი გზით გაერთიანდება. ჩვენი ვალია, არ დავივიწყოთ და ღირსეული პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს, ვანუგეშოთ და გავამხნევოთ მათი ოჯახის წევრები’’-აღნიშნა მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა.
წყალტუბოს წმ.დიდმოწამე მარინეს სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა იოანემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
დღესვე, გვირგვინით შეამკეს 8 აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, მამუკა სამაკაშვილის საფლავი.
წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ფილმის ,,შინდისის გმირები’’ ჩვენება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის აგვისტოს ომში ოთხი ვაჟკაცი დაიღუპა: მამუკა სამაკაშვილი, რომან უგრეხელიძე, მამია ფანცულაია, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი.
დაღუპულთა ოჯახებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1800-1800 ლარი.