საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე უძღვებოდა.
 კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა ასევე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.