- 2024-06-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
28 ივნისს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: ა. ღიბრაძე/
/თანამომხს: ფ. გაგოშიძე/
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: ა. ღიბრაძე/
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: ა. ღიბრაძე/
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2024 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.
/მომხს: ა. ღიბრაძე/