- 2021-06-26
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ ფარგლებში ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მუნიციპალიტეტის დონეზე სეპარირების დანერგვის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ტურიზმისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია წყალტუბოში პროექტის ფარგლებში გაწეული აქტივობების შესახებ. ისაუბრა იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ნარჩენების მართვის მიმართულებით უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას. ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვით ღონისძიებებზე, საგანმანათლებლო კუთხით სკოლებთან ჩატარებულ შემეცნებით მუშაობაზე, ქალაქ წყალტუბოსა და მუნიციპალიტეტის 5 სოფელში პლასტიკისა და ქაღალდის სპეციალური კონტეინერების განთავსების საკითხებზე. საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ქალაქ წყალტუბოსა და ქალაქ უნგენს (მოლდოვა) შორის გაფორმებულ მემორანდუმსა და ყველა იმ მნიშვნელოვან სიახლეზე, რომელიც წყალტუბოს როგორც პროექტის წამყვანი პარტნიორის იმიჯზე სასიკეთოდ აისახება.
ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაციის, უკვე წარმოქმნილის სეპარაციისა და რეციკლირების თემატიკაზე პრეზენტაცია პროექტის ეკოლოგმა, პროფესორმა ციცინო თურქაძემ წარმოადგინა.
შეხვედრაზე განიხილეს ნარჩენების მართვისა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის საკითხები
საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი