- 2021-08-04
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დღეს მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ორი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. კეთდება სოფელ მეორე უბნისა და ჩუნეშის დამაკავშირებელი და სოფელ ქვედა მესხეთში შიდა საუბნო გზა(სულაკაძეების უბანი) . სამუშაოებს შპს „მიმდემი“ ასრულებს.
„ამ სოფლებში გზების კეთილმოწყობა იყო ჩვენი და ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სამუშაოები ხარისხიანად და ვადების დაცვით მიმდინარეობს“ – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
სოფელ მესხეთში სულაკაძეების უბანში 1 კმ. და 200 მ სიგრძის გზის ბეტონის საფარი იგება, რისთვისაც დაიხარჯა 267104 ლარი. (5 %იანი ადგილობრივი ბიუჯეტის წილით), მეორე უბნისა და ჩუნეშის დამაკავშირებელი გზის სიგრძე 1 კმ 100 მ. -ია. ამ გზისთვის რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ 475480 ლარია გამოყოფილი.