წყალტუბოს ორ სოფელში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დღეს მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
➡ამ ეტაპზე რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ორი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. კეთდება სოფელ მეორე უბნისა და ჩუნეშის დამაკავშირებელი და სოფელ ქვედა მესხეთში შიდა საუბნო გზა(სულაკაძეების უბანი) . სამუშაოებს შპს „მიმდემი“ ასრულებს.
🔷 „ამ სოფლებში გზების კეთილმოწყობა იყო ჩვენი და ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სამუშაოები ხარისხიანად და ვადების დაცვით მიმდინარეობს“ – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
✔სოფელ მესხეთში სულაკაძეების უბანში 1 კმ. და 200 მ სიგრძის გზის ბეტონის საფარი იგება, რისთვისაც დაიხარჯა 267104 ლარი. (5 %იანი ადგილობრივი ბიუჯეტის წილით), მეორე უბნისა და ჩუნეშის დამაკავშირებელი გზის სიგრძე 1 კმ 100 მ. -ია. ამ გზისთვის რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ 475480 ლარია გამოყოფილი.