- 2021-12-03
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „მინდა მადლობა გადავუხადო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ნდობის გამოცხადებისა და მხარდაჭერისთვის. მე მჯერა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა და ერთმანეთის გვერდით დგომა იქნება საწინდარი ბევრი კეთილი საქმის წამოწყების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქალაქის უფრო მეტად განვითარების, ხოლო მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის კვლავ რჩება პრიორიტეტად. ჩემთვის ეს თანამდებობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და გუნდთან ერთად გავაკეთებ მაქსიმალურს, რათა ყველა გამოწვევა იქნას დაძლეული“.
თეიმურაზ ჭეიშვილი მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის წარმომადგენლად ქვიტირის თემში 2013 – 2021 წლებში. წლების მანძილზე აქვს სახელმწიფო უწყებებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება (სოციალური ფონდის წყალტუბოს განყოფილებაში რწმუნებულად, წყალტუბოს საგადასახადო ინსპექციაში, შემოსავლების ინსპექტორად). ასევე, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას კერძო ბიზნესში.