- 2022-02-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ამავე კომისიის მიერ 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2021 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის შესახებ.