საერთაშორისო პროექტის ,, თანამშრომლობა სუფთა გარემოს’’ ფარგლებში ეროვნული ფორუმი გაიმართა

წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის ,, თანამშრომლობა სუფთა გარემოს’’ ფარგლებში ეროვნული ფორუმი გაიმართა.
ფორუმს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ,,დედამიწის მეგობრები საქართველო’’ აღმასრულებელი საბჭოს წევრი აკაკი ფანჩულიძე, ქუთაისის მერიის ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების უფროსი არჩილ ტყაბლაძე ესწრებოდნენ.
ეროვნული ფორუმი პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ გახსნა. იმერეთის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ ისაუბრა ნარჩენების მართვისა და სეპარირების საკითხებზე, პარტნიორი ქვეყნების (სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის)გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებასა და პროექტის ფარგლებში წყალტუბოში განხორციელებულ ღონისძიებებზე.
წყალტუბოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ არსებული გამოწვევები და ნარჩენების მართვის ამოცანები განიხილა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა, რომ წყალტუბოს განახლებისა და ახალი სიცოცხლის დაბრუნების პროცესში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნიკალური კურორტის ეკოლოგიაზე ზრუნვას. წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა კოორდინატორის ასისტენტმა ელენე კრავცოვამ.
ქალაქ წყალტუბოში ზედაპირული წყლების ეფექტურად მართვისა და მწვანე საფარის განახლების საკითხებზე საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა წყალტუბოს მერიის სპეციალისტმა გიორგი ჯუღელმა.
შეკრებილებს ნარჩენების მართვის კუთხით იმერეთის მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ მასალები გააცნო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ,,დედამიწის მეგობრები საქართველო’’ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა აკაკი ფანჩულიძემ.
ქალაქ ქუთაისის ნარჩენების სეპარირების და კომპოსტირების გამოცდილების შესახებ ისაუბრა ქუთაისის მერიის ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების უფროსმა არჩილ ტყაბლაძემ
დღესვე ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ერთობლივი გარემოსდაცვითი საქმიანობის განხორციელებას, გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ამ საქმეში წვლილის შეტანას მოიცავს.
+16
Elene Tuxashvili, Anastasia Dolaberidze და 78 სხვა
16 გაზიარება
მომწონს

კომენტარის დატოვება
გაზიარება