- 2022-07-28
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში სარეზერვო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და ადმინისტრაციული ერთეულების, ასევე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეროვნული გვარდიის ასმეორე კადრირებული ბატალიონის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა, ჯაბა მუხურაძემ დეტალურად განმარტა ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხვის პირობები, რეზერვის შევსების წყაროები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები: -,,სარეზერვო შენაერთი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი დასაყრდენი ნაწილია. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს იარაღის მოხმარების წესები და კრიზისულ მდგომარეობაში სიტუაციების მართვა…”
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა სარეზერვო საქმიანობის უდიდესი მნიშვნელობა: – „ ტერიტორიული რეზერვის პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობა ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და პატრიოტული სულისკვეთების ზრდას.“
შეხვედრის მონაწილეების კოორდინირებული მუშაობით მოხდება სარეზერვო სამსახურში ჩარიცხვის მსურველთა ინფორმირება და რეგისტრაცია. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ კონტრაქტი, რომლის თანახმად მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას. სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.